თარგმანი: კუალად მასვე იტყჳს პირსა, ვითარმედ: უკუეთუ განვრდომაჲ მათი მიზეზ ცხორებისა ექმნა სოფელსა, რაჲ ვინ თქუას მისთჳს, უკუეთუ შეეწყნარნენ იგინი ღმერთსა; რაჲ-მე ყოფად არს; სხუაჲ რაჲმცა იყოო, გარნა აღდგომაჲ მათი მკუდრეთით; რამეთუ აწ მკუდარნი არიან ცოდვათა მიერ, ხოლო უკუეთუ შეეწყნარნენ ქრისტესა, მაშინ იქმნას აღდგომაჲ მათი სიკუდილისა მისგან, და ცხორებაჲ საღმრთოჲ.
რომაელთა მიმართ 11:15
14. იქნებ ასე მაინც შევძლო საღმრთო შური აღვძრა ჩემსავე თვისტომთა შორის და ვიხსნა ზოგიერთი მათგანი.15. რადგან თუ მათი განშორება ქვეყნის დაზავებაა, რაღა იქნება მათი შემოერთება, თუ არა სიცოცხლის აღდგომა მკვდრეთით?16. თუ პირველნაყოფი წმიდაა, ასევე - ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, ასევე - რტონიც.
რომაელთა მიმართ თავი 11