მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 11:24

23. მაგრამ, თუ ურწმუნოებაში არ დარჩნენ, ისინიც დაემყნობიან, რადგან ღმერთს კვლავაც ძალუძს მათი დამყნობა.24. ვინაიდან თუ შენ მოიკვეთე თავისი ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე შინაურ ზეთისხილს, განა ბუნებრივი რტონი მით უმეტეს არ დაემყნობიან თავიანთ საკუთარ ღეროს?25. რადგანაც არ მინდა, ძმებო, რომ თქვენთვის უცნობი დარჩეს ეს საიდუმლო, რათა თავს არ გაგივიდეთ: ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე.
რომაელთა მიმართ თავი 11
24. ვინაიდან თუ შენ მოიკვეთე თავისი ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე შინაურ ზეთისხილს, განა ბუნებრივი რტონი მით უმეტეს არ დაემყნობიან თავიანთ საკუთარ ღეროს?
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ შენ ბუნებითისა მისგან მოეკუეთე ველურისა ზეთისხილისა და თჳნიერ ბუნებისა დაემყენ კეთილსა ზეთისხილსა, რავდენ უფროჲს იგინი, მო-თუ-იქცენ, დაემყნენ ბუნებითსა თჳსსავე მას ზეთისხილსა (11,24).:

თარგმანი: ესე სიტყუანი რაჟამს გესმნენ, ვითარ იტყჳს, ვითარმედ "ბუნებითი" და "თჳნიერ ბუნებისა", ნუ ჰგონებ თუ შეურყეველთა ამათ კაცებისა ბუნებათა იტყჳს, არამედ გონებისა საქმეთა იტყჳს. რამეთუ კეთილთა და ბოროტთა ქმნაჲ არა ბუნებასა არს, არამედ ნებასა და გონებასა. და იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ჰურიანი ბუნებით მამადმთავართა და მართალთა რტონი იყვნეს და, ვინაჲთგან უკეურებაჲ შეიყუარეს და არა ჯერისაებრ ვლეს, განცჳვეს, შენ, რომელი-ეგე დაჩუეულ იყავ ურჩულოებასა და მოგაქცია ღმერთმან, უკუეთუ განარისხებდე მას და არა იქმოდი მცნებათა მისთა, არამცა მიიქეც-ა პირველთა მათვე საქმეთა შენთა?

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: "უკუეთუ შენ ბუნებითისა მისგან მოკუეთე" და შემდგომი ამისა (11,24).:

თარგმანი: ესე სიტყუანი რაჟამს გესმნენ, ვითარ იტყჳ, ვითარმედ: ბუნებით და თჳნიერ ბუნებისა, — ნუ ჰგონებ, თუ შეურყეველთა ამათ კაცებისა ბუნებათა იტყჳს, არამედ გონებისა საქმეთა იტყჳს, რამეთუ კეთილნი და ბოროტნი საქმენი არა თუ ბუნებასა ზედა არიან, არამედ ნებასა და გონებასა. და იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ჰურიანი ბუნებით მამათმთავართა და მართალთა რტონი იყვნეს და ვინაჲთგან უკეთურებაჲ შეიყუარეს და არა ჯერისაებრ ვლეს, განცჳვეს, შენ, რომელი-ეგე დაჩუეულ იყავ ურჩულოებასა და მოგაქცია ღმერთმან, უკუეთუ განარისხებდე მას და არა იქმოდი მცნებათა მისთა, არამცა მიიქეც-ა პირველთა მათვე საქმეთა შენთა?

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ შენ ბუნებითისა მისგან მოეკუეთე, ველურისა ზეთისხილისა, და გარეშე ბუნებისა დაემყენ კეთილსა ზეთისხილსა, რავდენ უფროჲს იგინი ბუნებითსა მას დაემყნნენ თჳსსავე მას ზეთისხილსა! (11,24).:

თარგმანი: ბუნებითთა საქმეთაგან სასოებასა მისცემს ჰურიათა, სახითა ამით ზეთისხილისაჲთა, ვითარმედ შემძლებელ არს სარწმუნოებად მოსლვითა ცხორებაჲ მათი; ხოლო რაჲთა არავინ ჰგონებდეს, ვითარმედ უმეტესი რაჲმე აქუს ჰურიაობისაგან მოქცეულსა, უფროჲს წარმართობისაგან მოქცეულთაჲსა, ამისთჳს არარას უმეტესსა იტყჳს მათთჳს, არამედ: "იგინიცა და-ვე-ემყნნენო". ესე იგი არს, ვითარმედ არარაჲ უმეტეს ველურისა მის დამყნილისასა აქუნდეს შინაურთა მათ დამყნილთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის