თარგმანი: ესე იგი არს, რომელთა იცოდა თუ მოქცევად არიან და სარწმუნოებად მოსლვად, არა განიშორნა, რამეთუ მრავალნი მოიქცეს ჰურიათაგანნი, რომელნი ვიცნით და მრავალნი არიან მოქცეულ, რომელთა არა ვიცნობთ. რამეთუ ელიაჲცა ჰგონებდა თუ მარტოჲ არს ღმრთისმსახურებასა შინა, არამედ იყვნეს შჳდ ათასნი, და აწცა მრავალნი მოქცეულ არიან ჰურიათაგან, რომელნი არა იცნით, რამეთუ, უკუეთუ ელია არა იცოდა, თქუენ ვითარ იცოდით?
რომაელთა მიმართ 11:3
2. არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. ან იქნებ არ იცით, რას ამბობს წერილი ელიაზე? როგორ შესჩივის ღმერთს ისრაელის გამო:3. „უფალო, შენი წინასწარმეტყველნი მოკლეს და დაანგრიეს შენი საკურთხეველნი. მარტო მე დავრჩი, და ეძებენ ჩემს სულს“.4. მაგრამ რას ეუბნება პასუხი ღვთისა? „მე დავიტოვე შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე.
რომაელთა მიმართ თავი 11