მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 11:4

3. „უფალო, შენი წინასწარმეტყველნი მოკლეს და დაანგრიეს შენი საკურთხეველნი. მარტო მე დავრჩი, და ეძებენ ჩემს სულს“.4. მაგრამ რას ეუბნება პასუხი ღვთისა? „მე დავიტოვე შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე.5. ამჯერადაც მადლისმიერი არჩევანით დარჩა ნატამალი.
რომაელთა მიმართ თავი 11
4. მაგრამ რას ეუბნება პასუხი ღვთისა? „მე დავიტოვე შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე.
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა განიშორა ღმერთმან ერი თჳსი, რომელი წინაჲსწარ იცნა. არა უწყითა ელიას რასა-იგი ეტყჳს წიგნი? ვითარ-იგი შეემთხუევის ღმერთსა შესმენად ისრაჱლისა: უფალო, წინაჲსწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს, საკურთხეველნი შენნი დაარღჳნეს; მე მარტოჲ დაშთომილ ვარ, და ეძიებენ სულსაცა ჩემსა. არამედ რასა ეტყჳს მას ბრძანებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის? — დამიტევებიეს თავისა ჩემისა შჳდ ათას მამაკაც, რომელთა არა მოუდრეკიან მუჴლნი მათნი ბაალისა. (11,2-4).:

თარგმანი: ესე იგი არს, რომელთა იცოდა თუ მოქცევად არიან და სარწმუნოებად მოსლვად, არა განიშორნა, რამეთუ მრავალნი მოიქცეს ჰურიათაგანნი, რომელნი ვიცნით და მრავალნი არიან მოქცეულ, რომელთა არა ვიცნობთ. რამეთუ ელიაჲცა ჰგონებდა თუ მარტოჲ არს ღმრთისმსახურებასა შინა, არამედ იყვნეს შჳდ ათასნი, და აწცა მრავალნი მოქცეულ არიან ჰურიათაგან, რომელნი არა იცნით, რამეთუ, უკუეთუ ელია არა იცოდა, თქუენ ვითარ იცოდით?

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა ელიაჲსი, რასა-იგი იტყჳს წიგნი, ვითარ-იგი შეემთხუევის ღმერთსა შესმენად ისრაჱლისა და იტყჳს: უფალო, წინაჲსწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს და საკურთხეველნი შენნი დაარღჳნეს, და მე დაშთომილ ვარ მარტოჲ. და ეძიებენ სულსაცა ჩემსა. არამედ, რასა ეტყჳს მას ბრძანებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის: დამიტევებიეს თავისა ჩემისა შჳდ ათასი მამაკაცი, რომელთა არა მოუდრეკიან მუჴლნი მათნი ბაალისსა (11,2-4).:

თარგმანი: რაჲთა არავინ ჰრქუას მოციქულსა, ვითარმედ "შენ ხარა ერი, ანუ შენ ზედა გინა შენ თანა ხუთ ათასთა და ბევრთა სრულ-იქმნებიანა აღთქუმანი იგი აბრაჰამის მიმართნი, ქჳშისა და ვარსკულავთა მსგავს ყოფად სიმრავლითა ნათესავთა და შვილთა მისთა?" — ამისთჳს წიგნისაგან მეფეთაჲსა, მეორისა და მესამისა, შემოართუამს სიტყუათა საწამებელთა, ვითარმედ: უკუეთუ იყვნეს ვინმე ეგოდენ ფარულად ღმრთისმსახურ, რომელთაჲ ვერცა თუ დიდმან წინაჲსწარმეტყუელმან ელია არა უწყოდა, და მარტოდ დაშთომასა თჳსსა ჰგონებდა, რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ თქუენ უმეცარ იყვნეთ სიმრავლესა აწ მყოფთა ცხოვნებულთასა!

ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. წმინდანთა არცოდნა და მოძღვრის ზრუნვა:

...ელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად"** (). სწორედ ამის გამო ესმოდა ღვთისაგან: „დამიტევებიეს თავისა ჩემისა შჳდ ათასი მამაკაცი, რომელთა არა მოუდრეკიან მუჴლნი მათნი ბაალისა" (). ასევე სამუელსაც, როცა დავითის საცხებლად იყო გაგზავნილი, უფალმა უთხრა: „ნუ ხედავ შენ ქმნულებასა მაგისსა, ნუცა სიმწჳსესა ჰასაკისა მაგისისასა, რამეთუ არა მთნავს ეგე. რამეთუ არა ვითარცა კაცი ხედავნ, და იხილის ეგრე ღმერთმან, რამეთუ კაცი პირსა ოდენ ხედავნ, ხოლო ღმერთი გულთმეცნიერი არს" (). ეს კი ღვთის დიდი მზრუნველობით ხდება.

როგორ და რა სახით? როგორც თვით წმინდანების, ისე მათი მორწმუნეების გულისთვის. რამეთუ, როგორც დევნათა მოხდენასაც უშვებს, ასევე უშვებს, რომ მათ მრავალი რამ არ იცოდნენ, რათა სიმდაბლეში დარჩნენ. ამიტომაც პავლე ამბობდა: **„მომეცა მე საწერტე...

სრულად ნახვა