მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 11:35

34. რადგანაც ვინ შეიცნო აზრი უფლისა, ან ვინ იყო მისი მრჩეველი?35. ანდა ვინ მისცა წინასწარ, რომ შემდეგ მიაგოს?36. რადგანაც მისგან, მის მიერ და მის მიმართაა ყოველი. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
რომაელთა მიმართ თავი 11
35. ანდა ვინ მისცა წინასწარ, რომ შემდეგ მიაგოს?
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ ვინ წინაჲსწარ მი-რაჲმე-სცა მას და კუალად მიეგოს მას? (11,35).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არავისი რაჲ თანა-აც თანა-მდებებით მისაგებელად საქმეთა მისთა, არამედ მარადის იგი თავადი იქმნების დამწყებელ ნიჭთა მისთა და არა თუ მისაგებელად ვისთამე საქმეთა ჰყოფს მადლთა მისთა, რამეთუ რაჲმცა ვინ ქმნა ესოდენი, რაჲთამცა ღმერთი თანამდებ ყო თავისა თჳსისა!

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, ანუ ვინ თანამზრახვალ ეყო მას, ანუ ვინ წინაჲსწარ მი-რაჲმე-სცა მას და კუალად-მიეგო მას? (11,34-35).:

თარგმანი: ესაიაჲს მიერ შემოღებითა საკჳრველ ჰყოფს სიტყუათა თჳსთა, ვითარმედ მან მხოლომან უფალმან იცის თავი თჳსი, და არავის ზედა ქველის-მოქმედებს თანამდებობით, არამედ მარადის იგი არს დასაბამი ნიჭთა მინიჭებიაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის