თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: რომელნიცა ურწმუნო ექმნეს ქრისტესა ჰურიანი, იგინი იტყჳან, ვითარმედ შჯულსა აღვასრულებთ, არამედ შჯულსა გარდასრულ არიან. და რასაღა სცთებიან და ეძიებენ შჯულისა აღსრულებასა, რომლისაგან განვრდომილ არიან, ვინაჲთგან ქრისტე უვარ-უყოფიეს? ხოლო რჩეულნი იგი, რომელნი კეთილნი იყვნეს, იგინი მოიქცეს და მათ აღასრულეს ჭეშმარიტად შჯული. და მიემთხჳნეს ძალსა მისსა, რაჲთა ვერვინ თქუას თუ შეუძლებელ იყო მოქცევად ქრისტესა.
რომაელთა მიმართ 11:7
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმე: რომელნიცა ურწმუნო ექმნნეს ქრისტესა ჰურიანი, იგინი იტყჳან, ვითარმედ: რჩულსა აღვასრულებთ; არამედ რჩულსა გარდასრულ არიან და სცთებიან. და რაჲთა არავინ თქუას თუ — შეუძლებელ იყო მოქცევად ქრისტესა, — ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რომელნიცა კეთილნი იყვნეს და რჩეულნი, იგინი მოიქცეს და მათ აღასრულეს ჭეშმარიტად რჩული.
თარგმანი: კუალად ამასცა საძიებელსა ჰურიათა მაგიერ შემოიღებს და ცხად ჰყოფს მათსა მას თავსა შორის თჳსსა ქონებულსა განზრახვასა, ვითარმედ ჰნებავს ძიებაჲ, ხოლო არა ჯეროვნად ეძიებენ, რამეთუ ამისთჳს ვერ მიემთხჳნეს, რომელ ენება ოდენ მიმთხუევაჲ, არამედ არა ჴელ-ჰყოფდეს-ცა ღონისძიებად, სლვად გზათა, მიმყვანებელთა მისსა. ამისთჳსცა დაშთომილთა მათ ჰურიაობასა შინა კადნიერად ამხილებს სიტყჳთა ესაიაჲსითა, და დააშჯის სიბრმესა, ვითარმედ: "მისცა მათ ღმერთმან სული მწუხარებისაჲ". მიცემაჲ ესე მიშუებად გულისჴმა-ყავ, რამეთუ მარადის მიშუებასა ღმრთისასა "მიცემად" ჩუეულ არიან წერილნი წოდებად. ხოლო სულ მწუხარებისა აწინდელსა ამას ადგილსა ბოროტებად მიდრეკილსა და ჩუეულებითა უწესოებათაჲთა განყინულსა სულსა იტყჳს, ვითარცა უქმ-ქმნილსა კეთილისა და ბოროტისაგან, რომლისათჳსცა უქმ ყვნეს ჰურიათა ღმრთივ მოცემულნი იგი ორღანონი თუალთა და ყურთანი, არა ხედვად და არცა სმენად დიდებულებათა უფლისათა. რამეთუ, მოსწრაფე იყვნეს, რაჲთა არა ცხონდენ მათ მიერ. ამისთჳსცა მოციქულმან ვითარ-იგი სიბრმისა მათისათჳს ესაიაჲსგან, ეგრეთვე ტანჯვისა მათისათჳს დავითის სამეოცდამერვისა ფსალმუნისაგან შემოიღო...
დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის