თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "მასვე ერთერთისათჳს ზრახევდით"? — ესე იგი არს, ვითარმედ: თითოეული რასაცა თავისა თჳსისათჳს იგონებდეს და ვითარცა თავი თჳსი შეერაცხოს, ეგრეთ შეერაცხენ მოყუასიცა. უკუეთუ მდიდარი ხარ, ნუ გიჩნ გლახაკი იგი ძმაჲ შენი უნდოდ და არარად, და თავი თჳსი — დიდად, არამედ სწორად შენსა გაქუნდინ იგიცა, რამეთუ არა არს წინაშე განყოფილებაჲ მდიდრისა და გლახაკისაჲ. ამისთჳს უკუე ნუ მაღალსა ჰზრახავთ და ჰზუაობთო, მდიდარნო, არამედ დამდაბლდებოდეთ გლახაკთა და უქონოთა ძმათა თქუენთა თანა, და ნუ უღირს გიჩნს ესეო.
რომაელთა მიმართ 12:16
თარგმანი: რაჲ არს მისვე ურთიერთას ზრახვაჲ? გარნა რაჲთა, რაჲ-იგი შენ გინდეს, რაჲთა გიყონ, შენცა უყოფდე სხუათა.
გინებს თუ, რაჲთა არავინ შეურაცხ-გყოს, ვითარიცა ხარ, ნუცა ვის შენ შეურაცხ-ჰყოფ, ვითარიცა ვინ იყოს;
კუალად, გლახაკისა თანა მდაბალ იყავ ერთობისათჳს სარწმუნოებისა; ხოლო მდიდარსა ნუ ეშურები სიყუარულისათჳს ძმობისა.
მწუხარესა თანა იგლოვდ, ვითარცა მის თანა მწუხარე, და მოხარულსა თანა იხარებდ ვითარცა მის თანა მოხარული, რაჲთა, რაჟამს არა მაღლისმზრახვალ, არამედ მდაბლისა მის თანა დაჰმსდაბლდებოდი, ჯეროვნად აღგამაღლოს ღმერთმან.
...ერებას გვაძლევს.
4. თანატკივილი დაცემულთა და მოყვასის შეწევნა
მოისმინე, რამდენს ბრძნობს ღვთაებრივი წერილი იობის შესახებ; მოისმინე ისიც, რას ამბობს პავლე: „ტიროდეთ მტირალთა თანა“ (); და კვლავ: „მდაბალსა მას შეეყვენით“ (). რადგან მწუხარეთა თანაზიარება, ჩვეულებრივ, მწუხარებას მის მეტისმეტად მძიმე ტვირთს აცლის. რამეთუ როგორც ტვირთის შემთხვევაში, თუ ვინმე სიმძიმეს გაიზიარებს, ტვირთის მარტო მზიდველს უმსუბუქებს ტვირთს, ასევეა ყოველივე სხვაშიც. ახლა კი, როცა რომელიმე ჩვენი ახლობელი გარდაიცვლება, მრავალი უზის გვერდით, მრავალი ანუგეშებს; დაცემულ ვირსაც ხშირად წამოვაყენებთ, ხოლო ჩვენი ძმების დაცემულ სულებს, ვირზე მეტად, უყურადღებოდ ვტოვებთ და გვერდს ვუვლით. და თუ მას ვნახავთ, რომ სამიკიტნოში უღირსად შედის, არ შევაჩერებთ; თუნდაც მთვრალი იყოს, არ დავაბრკოლებთ; თუნდაც რაიმე სხვა უჯეროს აკეთებდეს, პირიქით, თანამოქმედნიც ვხდებით. ამის გამო ამბობდა პავლე: **„არცა ხოლო ამას იქმა...