თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ სოფელი ესე არა მტკიცე არს, არამედ იქცევის, ვითარცა ქარი, სხუად და სხუად, არამედ თქუენ ნუ იქმნებით მსგავსად მისისა მის დაუდგრომელობისა, არამედ მტკიცედ დეგით ღმრთისმსახურებასა შინა.
რომაელთა მიმართ 12:2
თარგმანი: თანახატ-ქმნაჲ ესრეთ გულისჴმა ყავ, რაჟამს კაცი თანა [· · ·]ებოდის ხატად-ხატადთა ამა[თ ...]ლებათა სოფლისა ამის წარმავალისათა, რომლისა ხატობითა დაუდგრომელობაჲ მისი მოასწავა. ხოლო შემდგომი იგი სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს: ნაცვალად "შეიცვალ ენით", [ვითარმედ: ფერი იცვალეთ...] რებ... ლეთ... ვითარმედ გ... ...სა თქუენ... გ̃ნბას... კუეთებ... ესრეთ... ცოდვ... და მ̃დის... ...ლისა...
გლოცავ თქვენ, ძმაო, ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქვენისაითა, რაითა გამოიცადოთ თქვენ, რაი იგი არს ნებაი ღმრთისაი, კეთილი, სათნო და სრული (რომაელთა 12, 2).
დღეს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ვდღესასწაულობთ ფერისცვალებასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. რისთვის იცვალა იესო ქრისტემ ფერი? რისთვის გამოიჩინა მან დღეს თვისი ღვთაებრივი დიდება წინაშე მოწაფეთა? მისთვის, რათა გვაჩვენოს ჩვენ ის დიდება, ის სახე და მდგომარეობა, რომელიც მიეცემა ყოველსა ღირსსა კაცსა მერმესა საუკუნესა შინა. სასუფეველსა შინა ცათასა ყოველნი ცხონებულნი კაცნი ფერსა იცვლიან, ანუ გაბრწყინდებიან, საზომისაებრ მათისა ღირსებისა, ვითარცა იესო ქრისტე მთასა ზედა თაბორისასა, გარნა ეს დიდება და ბედნიერება ვის მიეცემა, და რა პირობით მიეცემა? მიეცემათ მათ, რომელნი აქვე, ამ ცხოვრებაში სცდილობენ გამოიცვალონ ფერი და სახე ცხოვრებისა. მომავალი საუკუნოის ცხოვრება, ანუ ბრწყინვალება, იმ პირობით მიეცემა კაცს, თუ აქვე, ამ საუკუნეშივე გამოიცვლის სოფლის ფერსა და მიიღებს სულიერსა ზეციერსა, წმინდასა სახესა. ამისთვისაც გვლოცავს ჩვენ...
...მოივლინებოდა, მაშინ ისწავლიდა, თუ რასა იტყოდის, და პირველ არა იცოდაა? და რაჲ არს უკუე ამის უბოროტეს, უკუეთუ ესრეთვე ვინ გულისხმა-ყოს სიტყუაჲ ესე და არა გულისხმაჰყოფდეს სიმდაბლისა მის სიტყუათა მიზეზსა? რამეთუ პავლე იტყჳს თავსა თჳსსაცა და მოწაფეთაცა ცებნად, თუ „რაჲ არს ნებაჲ ღმრთისაჲ, კეთილი და სათნოჲ და სრული“, ხოლო ძემან არა იცოდაა, ვიდრემდე მცნებაჲ მიიღო? და ვითარმცა შესაძლებელ იყო ესე? ჰხედავა, ვითარ ამისთჳს გარდამატებულად დაამდაბლებს სიტყუასა თჳსსა, რაჲთა იგინი მოაქცინეს და შემდგომთა მათთა პირი დაუყოს? ამისთჳს ესრეთ ფრიადსა სიმდაბლესა აჩუენებს, რაჲთა მის მიერ დაარწმუნოს, რაჲთა გულისხმა-ჰყოფდენ, ვითარმედ არა მისისა ბუნებისანი არიან სიტყუანი ესე, არამედ უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვიცი, რამეთუ მცნებანი მისნი ცხორება საუკუნო არიან. და რომელსა მე ვიტყჳ, ვითარცა-იგი მამამან მრქუა მე, ეგრეცა მე ვიტყჳ“ (12,50).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა სიმდაბლესა ამათ სიტყუათასა? არამედ რაჲ არს ესე? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს; ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“. აწ უკუე ცხოველ-ჰყოფს, რომელთაჲცა ენებოს, და თქუმად თავით თჳსით არა ჴელ-ე...