მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 12:21

20. ამრიგად, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.21. ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი.
რომაელთა მიმართ თავი 12
21. ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი.
თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ, შიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც, და სწყუროდის თუ, ასუ მას. ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა. ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას (12,20-21).:

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "ნაკუერცხალი შეჰკრიბო თავსა მისსა", აწ კუალად ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ მე ესრეთ ვთქუ, შენდა ნუგეშინის-საცემელად, და ბოროტისმოქმედისა — შიშად, გარნა შენ ნუ იძლევი ბოროტისაგან; რამეთუ, უკუეთუ ბოროტისმყოფელსა შენსა კეთილსა ამით გულისსიტყჳთა უყოფდე, რაჲთამცა ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბე მის ზედა, — არა გიძლევიეს ბოროტისადა, არამედ ძლეულ ხარ მის მიერ. არამედ ყოვლითა გულითა შეუნდვე მას, და ღმრთისაგანცა ითხოე, რაჲთა შეუნდოს, და ესრეთ უყავ კეთილი, და მაშინ სძლო ბოროტსა კეთილითა.

თავი ი̂ზ. მცნებაჲ სათნოებისათჳს ღმრთისა მიმართ და კაცთა, რომელსა შინა იტყჳს ურთიერთას ერთობისათჳს და კეთილადმსახურებისა და უკეთურთა მიმართ უმანკოებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას (12,21).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემოჲთა მით ნაკუერცხლისა აღგზებითა ჯეროვნად შეაძრწუნა მავნებელი და ნუგეშინის-სცა ვნებულსა, გულსმოდგინებით ქველისმოქმედებად მავნებელისა თჳსისა, აწ კუალად ეტყჳს ვნებულსა მას მავნებელისათჳს, ვითარმედ, დაღაცათუ მას სასჯელი შეემატების, რაჟამს შენ ქველისმოქმედ ექმნე, არამედ აწ ნუვე იძლევი ბოროტისაგან. ესე იგი არს, რაჲთამცა ამით გულისსიტყჳთა უყოფდ მას კეთილსა, რაჲთა შეუმატო საშჯელი, რომელი-ესე არა მძლეობა, არამედ ძლეულება გექმნების ბოროტისა მიერ. ამისთჳს მე დაღაცათუ გარქუ ნაკუერცხლისა აღგზებაჲ, არამედ არავე მნებავს ესრეთ ყოფაჲ შინაგან, რაჲთა სასოებითა უმეტესისა დაშჯისაჲთა ქველისმოქმედ ექმნებოდი მტერთა შენთა, რომელი-ესე ძლეულება შენდა არს ბოროტისა მიერ, არამედ ამით კეთილითა სძლე ბოროტსა, რაჲთა არა ხოლო შენ კეთილისმოქმედ ექმნე საქმით, არამედ ზოგად ღმრთისაგანცა და კაცთაგანცა გენებოს კეთილისყოფაჲ შემაწუხებელისა მის შენისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის