თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ნუვინ ზუაობს და შეურაცხიეს თავი თჳსი ბრძენ უფროჲს თჳსისა საზომისა. ნუცა მოიგონებნ საქმეთა, რომელნი ჩუენ არა დაგჳწესებიან. რამეთუ მოგუეცა სიბრძნე, არამედ არა ზუაობისათჳს, გარნა სიმდაბლისა. რამეთუ სიმდაბლესა ამას ადგილსა სიწმიდედ სახელ-სდვა, თქუა რაი, ვითარმედ: ბრძნობდინ სიწმიდესა. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ბრძნობდინ სიმდაბლესა შინა. ხოლო სახელ-სდვა სიმდაბლესა სიწმიდე, რაჲთა გიჩუენოს, ვითარმედ რომელი არა მდაბალ იყოს, მას არცა სიწმიდე აქუს. მოეცემოდეს მაშინ მრავალთა თითოსახენი მადლნი და ვიეთნიმე მათგანნი ზუაობდეს, რომელთა უვაღრესი რაჲმე მადლი აქუნ — ანუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე, — მათ ზედა, რომელთა უდარესნი მადლნი მოეხუნეს; და კუალად, უდარესნი იგი უდიდესთა მათ ეშურებოდეს. ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ ნუვინ ბრძნობნ და ზუაობნ უფროჲს წესისა, ნუცა ვინ ეშურებინ მეორესა. არამედ დაჯერებულმცა ხართ ღმრთისა ნიჭთა ზედა, ვითარცა ღმერთმან განუყო თითოეულსა, რამეთუ მან იცის უმჯობესი. ნუცამცა უკუე, რომელსა უდიდესი მადლი აქუს, ზუაობს მას ზედა, რამეთუ ღმრთისა ნიჭი არს, და არა თჳსითა ძალითა მოგებული....
რომაელთა მიმართ 12:3
2. ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.3. ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თვითეულ თქვენგანს.4. ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე,
რომაელთა მიმართ თავი 12