მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 13:3

2. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს.3. ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან.4. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ.
რომაელთა მიმართ თავი 13
3. ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან.
თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოველი კაცი ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ გარნა ღმრთისაგან, და რომელნი არიან, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან. ამიერითგან, რომელი წინა-აღუდგებოდის ჴელმწიფებასა, ღმრთისა ბრძანებასა წინა-აღუდგების, ხოლო რომელნი-იგი წინა-აღუდგებოდიან, თავისა თჳსისა საშჯელი მიიღონ. რამეთუ მთავარნი არა არიან საშინელ კეთილისმოქმედთათჳს, არამედ ბოროტისმოქმედთათჳს. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან, კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაჲ მისგან, რამეთუ ღმრთისა მსახური არს შენდა კეთილისათჳს. უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდე, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს მას. რამეთუ ღმრთისა მსახური არს შურის მეძიებელი რისხვისათჳს ბოროტის მოქმედთაჲსა (13,1-4).:

თარგმანი: გამოაჩინებს მოციქული, ვითარმედ ღმრთისა განგებითა არიან მთავარნი და მსაჯულნი, რაჲთა არა სწორობითა ყოველი უწესოებაჲ იქმნებოდის, რამეთუ ღმერთი წესიერებისა მოყუარე არს. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რომელნი კეთილსა ზედა არა ჰმორჩილობდენ მთავართა, მათ ზედა არა თუ მთავართა მათ მიერ ოდენ, არამედ ღმრთისა მიერიცა რისხვაჲ მოიწიოს, რამეთუ მთავარნი შემაშინებელად ბოროტისმოქმედთა დადგინებულ არიან.

თავი ი̂ჱ. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილისმოქმედთა, არამედ ბოროტისმოქმედთა გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან, კეთილსა იქმოდე და მიიღო ქებაჲ მისგან, რამეთუ ღმრთისმსახური არს შენდა კეთილისათჳს (13,3-4).:

თარგმანი: ვინაჲთგან კეთილისმოქმედთა — კეთილსა, ხოლო ბოროტისმოქმედთა ბოროტსა უყოფენ მთავარნი, ამისთჳს არა მათი, არამედ მიზეზისაჲ მის გჳჴმს მოძულებაჲ, რომლისათჳს იგინი გუტანჯვენ, ესე იგი არს, მოქმედებაჲ ბოროტთაჲ. და მოქმედებითა კეთილთაჲთა არა ხოლო უტანჯველობასა, არამედ ქებასაცა მივემთხჳნეთ მის მიერ, რომლისათჳსცა-იგი ჩინებულ არს ღმრთისმსახურად, რაჲთა თანა-შეგეწეოდის შენ კეთილისათჳს; რამეთუ თჳთ მებრვე ტანჯვაჲ ბოროტისმოქმედთაჲ დიდი შეწევნაჲ არს კეთილთა წარმართებისაჲ, რაჲთა ეშინოდის ყოველთა ბოროტისმოქმედებად, ტანჯვისათჳს მის მიერისა, და კეთილსა იქმოდინ, რაჲთა მიემთხჳნენ ქებასა მის მიერსა. რამეთუ ამით ჯერითა ღმრთისმსახურ არს იგი და თანაშემწე შენდა კეთილისა ორკერძოვე: ტანჯვითა ბოროტისმოქმედთაჲთა და ქებითა კეთილისმოქმედთაჲთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის