1.დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია.2.ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს.3.ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან.4.რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ.5.ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინიდისითაც.6.სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ საქმეზე გადაგებულნი.7.ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, საშიშარს - შიში, პატივსაცემს - პატივისცემა.8.არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული.9.ვინაიდან: „არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.10.სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია.11.მაშ, ასე მოიქეცით, რაკიღა იცით დრო, ვინაიდან მოახლოვდა ძილისგან თქვენი გამოფხიზლების ჟამი, და ხსნა ახლა უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ.12.ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.13.და როგორც დღისით, ღირსეულად ვიაროთ: არა ღორმუცელობით და სიმთვრალით, არა სიმრუშით და სიბილწით, არა შუღლით და შურით,14.არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად.
მოციქულისაჲ: ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან (13,1).
თარგმანი: ჯეროვნად ცხად ჰყოფს, ვითარმედ შჯული ქრისტესი არა არს მიზეზ შფოთისა და უწესოებისა, რომელ არს უმთავროებაჲ. არამედ ესრეთ სთნავს ღმერთსა, რაჲთა თითოეული ნათესავი ერთისა მის მთავრისა ნებასა დაემორჩილნენ.
ხოლო კუალად, ვინაჲთგან არა ყოველნი მთავარნი წესიერად მთავრობენ, ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ...
ძმანო მართლ-მადიდებელნო! დღესა პირველ დაწყებამდე ჩვეულებრივისა სწავლისა და ქადაგებისა, მსურს აღვასრულო საზოგადო ქრისტიანული ჩვეულება აწინდელისა დღისა. იცით თქვენცა, რომ დღეს მწუხრზე ყოველნი ბეჯითნი და ერთგულნი ქრისტიანენი, თანახმად დღევანდელი სახარების ბრძანებისა, გამოითხოვენ შენდობასა პირველად სულიერთა მამათაგან, მერმე ერთი მეორისაგან, რათა ყოველ კაცთან შერიგებულნი, დამშვიდებულითა გულითა და სულითა შეუდგნენ სულიერსა მოღვაწებასა დიდისა მარხვისასა. მეცა, აღმასრულებელი ამ მშვენიერისა ჩვეულებისა და...
ესრეთ მისწერა ოდესმე რომაელთა წმიდამან პავლე მოციქულმა; ხოლო წმიდამან ეკლესიამან განგებ დააწესა წაკითხვა სიტყვათა ამათ თვით შესავალსა დიდისა მარხვისასა და მით გვასწავლა ჩვენ, რომელ იგინი უმეტესად შეეფერებიან პატიოსანთა ამათ დღეთა დიდისა მარხვისათა.
ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, თუ ოდესმე შესაძლებელი არის განღვიძება ცოდვილისა ძილისაგან ცოდვათასა, ეს ახლა, დღეთა ამათ შინა მარხვისათა; თუ ოდესმე შეიძლება სთქვას კაცმა, ახლა არის ჟამი განღვიძებად და ახლა არის უმახლობელეს ჩვენდა ცხოვნება, ეს იქნება...
...თ ერიდება, ისინი რჯულის მიზანს ვერ აღასრულებენ, რადგან იგი ამისთვის არის დადებული, რომ გარდასვლა დასაჯოს. ამრიგად, ისინიც იყენებენ მას, მაგრამ იმით, რომ სასჯელის ეშინიათ.რადგან ამბობს: „გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან?“ ().„კეთილსა იქმოდე“ (), თითქოს ვინმემ თქვას: იგი მხოლოდ ბოროტთათვის აცხადებს სასჯელებს; ხოლო ვინც გვირგვინთა ღირსი საქმეები აღასრულა, მისთვის რჯული სადღა არის სასარგებლო?ისევე, როგორც ექიმი საჭიროა იმისთვის, ვისაც რაიმე ჭრილობა აქვს, და არა მისთვის, ვინც ჯანმრთელია, არც იმისთვის, ვინც კეთილად არის.
ხოლო ამბობს: „უშჯულოთა და ურჩთა, უმსახურებელთა და ცოდვილთა“ ().იუდეველებს ურჯულოებს უწოდებს და იმავეებს ურჩებსაც.ამბობს: „შჯული რისხვასა შეიქმს“ ().ეს ბოროტების მ...
...ჲთა მშჳდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით“** (). ანუ მათი ხსნა ჩვენს უშფოთველობას ნიშნავს; როგორც რომაელთა მიმართ ეპისტოლეშიც, როცა მათ მთავართა მორჩილებისაკენ აღძრავს, ამბობს: „არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ გონებისათჳსცა იჭჳსა“ ().რადგან ღმერთმა ხელისუფლებანი საერთო სარგებლისთვის დაადგინა.მაშ, განა უადგილო არ არის, რომ ისინი ამისათვის ომობდნენ და იარაღს იღებდნენ, რათა ჩვენ უსაფრთხოდ ვიყოთ, ჩვენ კი საფრთხეში მყოფი და მეომარი ადამიანებისთვის ვედრებებსაც კი არ აღვავლენდეთ?ასე რომ, ეს საქმე ლიქნი კი არ არის, არამედ მართალი მსჯელობისამებრ ხდება.რადგან თუ ისინი არ გადარჩებოდნენ და ომებში წარმატებას ვერ მიაღწევდნენ, აუცილებელი იქნებოდა, ჩვენი საქმეებიც არეულობასა და შფოთში ყოფილიყო; ვინაიდან, თუ ისინი ამოწყდებოდნენ, ან ჩვენ თვითონ უნდა გვეომა, ან ყველგან გავქცეულიყავით და გვებოდიალა.რადგან, ამბობს, ისინი ერთგვარ წინ წამოწეულ ზღუდეებს ჰგვანან: წინ არიან გამოტანილნი და შ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: რასა გამომცდით მე, ორგულნო? მიჩუენეთ დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი. ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი? ჰრქუეს მათ: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და ესმა რაჲ ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს“ (22,18-22).:
...ოონ სიტყუაჲ თქუმად, თუ: კაცთა მორჩილებად გჳბრძანება? ამისთჳს დაურთო: „და ღმრთისაჲ ღმერთსაო“. რამეთუ ჯერ-არს კაცთადა მიცემაჲ მათისა მის წესისაჲ, და ღმრთისა მიცემად, რაჲ-იგი თანანადებ არს ღმრთისა მიმართ, ვითარცა პავლე იტყჳს: „მისცემდით ყოველთა თანანადებსაო: სახარკოსა - ხარკი, საზუერესა - ზუერი, საშინელსა - შიში“.
ხოლო შენ, კაცო, ოდეს გესმას, თუ: „მიეცით კეისრისაჲ კეისარსა“, უწყოდე, ვითარმედ მათ საქმეთა იტყჳს მიცემად კეისრისა, რომელნი ღმრთისმსახურებასა არა ავნებენ, ვითარ არს ხარკი ანუ ზუერი, გინა თუ ესევითარი რაჲმე. ესე არიან კეისრისანი. ხოლო უკუეთუ ესევითარსა რასმე ეძიებდეს კეისარი (რომელ არს მეფე), რომელ სულისა სავნებელ იყოს და ღმრთისაგან განმყოფელ, არა ჯერ-არს მორჩილებაჲ. უკუეთუ ესევი-თარსა რასმე ზედა ვჰმორჩილობდეთ, არა კეისრისაჲ არს იგი საქმე, არამედ ეშმაკისა ხარკი არს და ზუერი ესევითარი იგი.
ესმა რაჲ ესე უკეთურთა მათ, და დაეყვნეს პირნი მათნი, დაუკჳრდა მიუთხრობელი იგი სიბრძნე, ხოლო არავე ჰრწმენა, არცა შეიგონეს, ხედვიდეს რაჲ სასწაულთა მათ ღმრთეებისათა, ვითარ დაფარულსა გულისა მათისასა გამოუცხადებდა. არამედ შეპყრობილნი ურწმუნოებითავე და ჰურიებრითა უკეთურებითა განეშორნეს, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „დაუტევეს იგი და წარვიდეს“....