თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჯერ-არს მორჩილებაჲ მთავართაჲ და ჴელმწიფეთაჲ კეთილსა ზედა, არა თუ რისხვისა მის მათისათჳს ოდენ, და ღმრთისა მიერისაცა, რომელ არს ურჩთა ზედა, არამედ გონებისა მისთჳსცა მამხილებელისა, რომელ არს სჳნიდისი, რომელი მამხილებელად ბოროტისა დაიბადა ღმრთისა მიერ, რაჲთა არა გუამხილებდესო, ვითარცა უწესოთა და ურჩთა. ამისთჳს უკუე, სადა ხარკი ჯერ-იყოს, ხარკი მიეცით, და სადა შიში ჯერ-იყოს, შიშსა აჩუენებდით, სადა პატივი — პატივსა, და ყოვლისა საქმისა, რაჲცა ვისი თანაგედვას, აღასრულებდით, და ნუმცა ვისი გაქუს თანანადები, გარნა სიყუარული ოდენ, რამეთუ იგი არს თავი ყოველთა კეთილთაჲ და თანანადები სამარადისოჲ.
რომაელთა მიმართ 13:6
5. ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინიდისითაც.6. სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ საქმეზე გადაგებულნი.7. ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, საშიშარს - შიში, პატივსაცემს - პატივისცემა.
რომაელთა მიმართ თავი 13