თარგმანი: ვინაჲთგან იქმნების ბრალობაჲ ცუდად მზუაობრობისაგანცა, და არა შიშითა ოდენ და სიყუარულითა ღმრთისაჲთა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: არა საჭმელთათჳს ჴდომაჲ, არამედ მშჳდობით და სიმართლით მოქალაქობისა მიერი სიხარული სულითა წმიდითა შეირაცხების მონებად ქრისტესსა. და ესევითარი იგი მონებაჲ ღმრთისაჲ გუყოფს ჩუენ სათნო ღმრთისა და რჩეულ კაცთა, რამეთუ ღმრთისმსახურებაჲ არა ხოლო ღმრთისა, არამედ კაცთა მიერცა პატივსა მომატყუებს ჩუენ.
რომაელთა მიმართ 14:18
17. რადგანაც ღვთის სასუფეველი სასმელ-საჭმელი კი არაა, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდაში.18. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი კაცთათვის.19. მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობას და ერთურთის აღშენებას ემსახურება.
რომაელთა მიმართ თავი 14