მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 14:5

4. შენ ვინა ხარ, რომ განსჯი სხვის მონას? დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა, მაგრამ მაინც მოახერხებს ფეხზე დადგომას, რადგანაც უფალს შეუძლია წამოაყენოს იგი.5. ზოგი ერთ დღეს მეორისაგან ასხვავებს, ზოგისთვის კი ყველა დღე ერთნაირია. ყოველი კაცი თავისი გონებით იყოს სრული.6. ვინც დღეზე ფიქრობს, უფლისთვის ფიქრობს; ვინც ჭამს, უფლისთვის ჭამს და მადლს სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არა ჭამს, უფლისთვისვე არა ჭამს, და მადლს სწირავს ღმერთს.
რომაელთა მიმართ თავი 14
5. ზოგი ერთ დღეს მეორისაგან ასხვავებს, ზოგისთვის კი ყველა დღე ერთნაირია. ყოველი კაცი თავისი გონებით იყოს სრული.
თავი ი̂თ. სიწმიდისათჳს და მშჳდობისა და ჭამადთათჳს და მარხვისა და დღეთა და უშფოთველისა სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელიმე იმარხავნ დღეგამოღებით და რომელიმე იმარხავნ ყოველსა დღესა. კაცად-კაცადი თჳსითა გონებითა გულსავსე იყავნ (14,5).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს სიტყუაჲ ესე ესრეთ: რომელიმე შჯის დღესა დღით შუვა, ხოლო რომელიმე — ყოველსავე დღესა. ესე იგი არს, ვითარმედ: რომელიმე შჯის და განიკითხავს დღე-გამოღებით მმარხველსა. ამისთჳს აყენებს მათ ურთიერთას განკითხვისა და ბრალობისაგან, რაჲთა არა უზომოჲთა ბრალობითა დაიჴსნნენ და ყოვლად ურწმუნო იქმნნენ ახალმორწმუნენი იგი.

ხოლო შენ სიტყუასა ამას მოციქულისასა ნუ საყოველთაოდ გულისჴმა-ჰყოფ, რამეთუ არა აწინდელთაცა, არამედ მაშინდელთა ოდენ შეუნდობს თითოეულსა თჳსითა ნებითა გულსავსე-ყოფად, ვითარცა ჯერეთ ჩჩჳლთა და უძლურთა, და არღარას წინა-აღუდგების მარხვისა და ჭამისათჳს, უკუეთუმცა ოდენ დაადგრეს სარწმუნოებასა ზედა, ვინაჲთგან ორნივე იგი საღმრთოდ ჰყოფდეს: მოკრძალენიცა და არა-მოკრძალენი ჭამადთანი. ხოლო აწ ორივე — მარხვაჲცა და ჭამაჲცა მაშინღა საქებელ იქმნებიან, რაჟამს წესთაებრ საეკლესიოთა და განკანონებითა მოძღუართაჲთა იქმნებოდინ თითოეული მათი.

ჳკუმენისი: მათთჳს ოდენ და არა ყოველთათჳს უთქუამს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ჩჩჳლთა სძედ მისცა თითოეულსა თავისუფლებაჲ მარხვისათჳსცა და...

სრულად ნახვა
თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელიმე იმარხავნ დღეგამოღებით, რომელიმე იმარხავნ ყოველთა დღეთა (14,5).:

თარგმანი: იყვნეს მათ შორის ვიეთნიმე უმეტესად მმარხველნი და განიკითხვიდეს იგინი მცირედ მმარხველთა მათ. ამისთჳს შეჰრისხავს განმკითხველთა მათ და ამცნებს არა-განკითხვად.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის