მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 15:13

12. ხოლო ესაია ამბობს: „იქნება ფესვი იესესი, რომელიც აღდგება წარმართთა მთავრად და სასოებად მათდა“.13. სასოების ღმერთმა კი ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით აგავსოთ რწმენისმიერ, რათა სული წმიდის ძალით ულევი იმედი გქონდეთ.14. ხოლო მე, ძმანო ჩემნო, მჯერა, რომ თავადაც სავსენი ხართ სიკეთით, ყოველგვარი ცოდნით აღვსილნი და იმის შემძლენი, რომ ერთიმეორეს ასწავლოთ.
რომაელთა მიმართ თავი 15
13. სასოების ღმერთმა კი ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით აგავსოთ რწმენისმიერ, რათა სული წმიდის ძალით ულევი იმედი გქონდეთ.
თავი ი̂ჱ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო წარმართნი — წყალობისათჳს დიდებად ღმრთისა, ვითარცა წერილ არს: ამისთჳს აგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე. და მერმე იტყჳს: იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა: და კუალად იტყჳს: აქებდით ყოველი თესლები უფალსა, და უგალობდით მას ყოველი ერი. და მერმე იტყჳს ესაია: და იყოს ძირი იგი იესესი და რომელი აღდგომად არს მთავრად წარმართთა, და მას წარმართნი ესვიდენ. ხოლო ღმერთმან სასოებისამან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა სიხარულითა და მშჳდობითა, სარწმუნოებად და აღმატებად თქუენდა სასოებითა და ძალითა სულისა წმიდისაჲთა (15,9-13).:

თარგმანი: რაჲთა არა ზუაობდენ წარმართთაგანნი, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ ჰურიანი დაღაცათუ უღირს იყვნეს, გარნა აღთქუმანი რაჲმე აქუნდეს, ხოლო წარმართთა არარაჲ აქუნდა, არამედ წყალობით ოდენ ცხონდეს, რაჲთა იდიდოს ღმერთი მოწყალებისა თჳსისათვის, დაღათუ არცა რაჲ ჰურიათა ერგო აღთქუმისაგან, არათუმცა ქრისტე მოსრულ იყო.

თავი კ̂. მსგავსებისათჳს ქრისტეს ძჳრუჴსენებლობისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან სასოებისამან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა სიხარულითა და მშჳდობითა, სარწმუნოებად და აღმატებად თქუენდა სასოებითა და ძალითა სულისა წმიდისაჲთა (15,13).:

თარგმანი: კუალად ლოცვად იწყებს მათთჳს, ვითარმედ ღმერთმან გიჴსნენინ თქუენ ურთიერთას ბრძოლისა და ამის მიერისა მწუხარებისაგან, ხოლო წარმო-რაჲ-თქუნა ღმრთისა მიერ მოცემადნი, აწ შესძინებს თქუმად, ვითარმედ: თქუენგან ესე შეიწირვოდენ მისსა, რომელ არს სარწმუნოებაჲ, რომლისა მიერ მოგენიჭების თქუენ მიზეზი იგი ყოველთა კეთილთაჲ — სასოებაჲ ღმრთისა მიმართ, რომელსა შინა განემტკიცნეთ რაჲ, მიერითგან გარდაეცემით აღმატებითა ყოველთა კეთილთაჲთა, რომელი-ესე ვერვინაჲთ სხჳთ იქმნების, თჳნიერ ძალითა სულისა წმიდისაჲთა, რამეთუ რომელსა სული წმდაჲ აქუნდეს, მას ყოველივე აქუს, ვინაჲთგან ესე არს გარდამატებულებაჲ სასოებისაჲ, რაჟამს არა ხოლო მოთმინე, არამედ მხიარულცა იყოს შემთხუევისათჳს ჭირთაჲსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის