თარგმანი: ვითარცა არაღირსი თავით თჳსით ვედრებად, იესუ ქრისტეს და სულისა წმიდისა მიერ ევედრების. ხოლო შენ ნუ შესძრწუნდები, ვითარ მამაჲ არა აჴსენა ძისა და სულისა თანა; რამეთუ რომელიცა ერთი მათგანი აჴსენოს, სამნივე უჴსენებიან, ვითარცა მრავალგზის გჳთქუამს, რამეთუ ერთ არს არსებაჲ და ბუნებაჲ მათი. არამედ იხილე გარდამატებული სიმდაბლე პავლესი, ვითარ ლოცვასა ითხოვს მოწაფეთა მიერ, არა რაჲთა იბრძოლოს ანუ სძლოს ურჩთა მათ სახარებისათა, არამედ რაჲთა ყოვლად ეკუეთოს-ვე არა; სიტყჳსაებრ მოძღურისა და უფლისა თჳსისა, ვითარმედ: "ილოცევდით, რაჲთა არა შეხვიდეთ განსაცდელსა" (), რაჲთა გამოაჩინოს სიბოროტე და მგელთ მიმსგავსებულობაჲ მათი.
რომაელთა მიმართ 15:31
30. თქვენ კი ჩვენი უფლის იესო ქრისტესა და სულის სიყვარულით შეგაგონებთ, ძმანო, ჩემთან ერთად იღვაწეთ ჩემთვის, როცა ღვთის მიმართ ლოცულობთ.31. რათა გადავურჩე ურწმუნოებს იუდეაში, და ჩემი მსახურება იერუსალემისათვის კეთილად შეიწყნარონ წმიდათ.32. რათა, ღვთის ნებით, სიხარულით მოვიდე და დავისვენო თქვენთან.
რომაელთა მიმართ თავი 15