მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 15:9

8. მე ვამბობ, რომ იესო ქრისტე ღვთის ჭეშმარიტებისათვის გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა აღესრულებინა მამათა აღთქმა.9. წარმართთა მსახური კი - წყალობისათვის, რათა ედიდებინა ღმერთი, როგორც დაიწერა: „ამისთვის გაღიარებ წარმართთა შორის და ვუგალობ შენს სახელს“.10. ესეც ითქვა: „ხარობდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად“.
რომაელთა მიმართ თავი 15
9. წარმართთა მსახური კი - წყალობისათვის, რათა ედიდებინა ღმერთი, როგორც დაიწერა: „ამისთვის გაღიარებ წარმართთა შორის და ვუგალობ შენს სახელს“.
თავი ი̂ჱ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო წარმართნი — წყალობისათჳს დიდებად ღმრთისა, ვითარცა წერილ არს: ამისთჳს აგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე. და მერმე იტყჳს: იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა: და კუალად იტყჳს: აქებდით ყოველი თესლები უფალსა, და უგალობდით მას ყოველი ერი. და მერმე იტყჳს ესაია: და იყოს ძირი იგი იესესი და რომელი აღდგომად არს მთავრად წარმართთა, და მას წარმართნი ესვიდენ. ხოლო ღმერთმან სასოებისამან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა სიხარულითა და მშჳდობითა, სარწმუნოებად და აღმატებად თქუენდა სასოებითა და ძალითა სულისა წმიდისაჲთა (15,9-13).:

თარგმანი: რაჲთა არა ზუაობდენ წარმართთაგანნი, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ ჰურიანი დაღაცათუ უღირს იყვნეს, გარნა აღთქუმანი რაჲმე აქუნდეს, ხოლო წარმართთა არარაჲ აქუნდა, არამედ წყალობით ოდენ ცხონდეს, რაჲთა იდიდოს ღმერთი მოწყალებისა თჳსისათვის, დაღათუ არცა რაჲ ჰურიათა ერგო აღთქუმისაგან, არათუმცა ქრისტე მოსრულ იყო.

თავი კ̂. მსგავსებისათჳს ქრისტეს ძჳრუჴსენებლობისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო წარმართნი წყალობისათჳს, სადიდებელად ღმრთისა, ვითარცა წერილ არს: "ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე" (15,9).:

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ მზუაობრობასა წარმართთასა დაამდაბლებს, რამეთუ ეტყჳს, ვითარმედ: ჰურიათა წინა-აღთქუმით აქუნ ღაცათუ ვერაჲ ირგეს, უკუეთუმცა არა განჴორციელებულ იყო ქრისტე, ხოლო თქუენ, წარმართნი, არარაჲსა სხჳსა თჳნიერ ღმრთისა წყალობათა მიერ იწოდენით სადიდებელად ღმრთისა, რაჲთა უმეტესად ადიდებდეთ მომწოდებელსა და თჳნიერ საქმეთაჲსა სარწმუნოებით განმამართლებელსა თქუენსა ხოლო ადიდებდეთ. ვითარ? — გარნა ესრეთ, რაჲთა, ვითარ-ეგე თქუენ თჳნიერ საქმეთა შეწყალებულ ხართ, ეგრეთვე სულგრძელებით იტჳრთვიდეთ მცირედ-მორწმუნეობასა ჰურიათაგანთა მორწმუნეთასა; თქუენ, რომელთაჲ-ეგე მოწოდებაჲ წინა-მოასწავა წინაჲსწარმეტყუელმან დავით ფსალმუნსა შინა მეათჩჳდმეტესა, ვითარცა წერილ არს წიგნსა შინა მეფეთასა მეორესა.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ხოლო წარმართნი — წყალობისთჳს დიდებად ღმრთისა (15,9).:

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ ჰურიანი დაღაცათუ უღირს იყვნეს, აღთქუმანი რაჲმე აქუნდეს, ხოლო შენ არცა იგი გაქუნდა, არამედ ოდენ მოწყალებითა მისითა სცხოვნდი, დაღაცათუ მათცა არაჲ ერგო აღთქუმისა მისგან, არათუმცა ქრისტჱ მოსრულ იყო.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის