თარგმანი: ვინაჲთგან ცთომილებაჲ არა ყოველთა, არამედ ვიეთმე დაასაჯა, ამისთჳს საღმრთოდ მორჩილებისა მათ ყოველთაჲსა უმრავლესთა მოუწოდს მოწამეთა, რაჲთა სიმრავლისაგან ერისა ჰრცხუენოდის მათ, ერთგზის ყოველთა შორის განთქუმულისა მის საღმრთოჲსა მორჩილებისა მათისა კუალად ცვალებად და დაჴსნად მორჩილებითა საცთურისაჲთა.
რომაელთა მიმართ 16:19
18. რადგანაც ამნაირნი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს კი არ ემსახურებიან, არამედ თავიანთ მუცელს და ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს.19. თქვგნი მორჩილება კი ყველასათვის ცნობილია. ამიტომაც ვხარობ თქვენს გამო; მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უმანკონი - ბოროტებისთვის.20. ხოლო ღმერთი მშვიდობისა მალე შემუსრავს სატანას თქვენს ფეხქვეშ. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან. ამინ.
რომაელთა მიმართ თავი 16