თარგმანი: რომლისა ჰურიისა, ანუ რომლისა წარმართისათჳს ჰყოფს სიტყუასა აწინდელსა ამას ადგილსა? — ცხად არს, ვითარმედ —მათთჳს, რომელნი-იგი პირველ ქრისტეს მოსლვისა იყვნეს, რამეთუ არღა მოაწევს სიტყუასა ამას ჟამთა ამათ მომართ მადლისათა, არამედ ჯერეთ პირველთა მათ ჟამთა შინა იქცევის სიტყუაჲ მოციქულისაჲ; შორით განმზადებს და დაჴსნის განყოფილებასა შორის ჰურიათა და წარმართთა [· · ·] [...ბის ამისთჳს წრ... ... ...]მედს წარმართთა და პირველ მამულისა შჯულსა შინა მყოფთავე ჰურიათა თანა შეაერთებს და აღიღებს მათგან ლოდსა და კლდესა შესაბრკოლებელსა, რაჲთა, რაჟამს მადლსა შინა ყოს ესე, არა უჩნდეს მათ საძნაურ და ტჳრთ. ხოლო წარმართ უწოდს არა თუ კერპთმსახურთა, არამედ წარმართთაგანთა ღმრთისმსახურთა, რომელნი პირველ ჰურიათა შჯულის მიღებისა ყოველსავე ჰყოფდეს შჯულსა სჳნიდისისასა; ვითარ-იგი იყო მელქისედეკ და მისთანანი, იობ და კორნილიოს. ამათ ყოველთა შეერთებისათჳს იტყჳს, ვითარმედ საღმრთოდ ცხოვნებულთა მათ შორის არა არს შფოთი და ჴდომაჲ დიდებისათჳს...
რომაელთა მიმართ 2:10
9. ჭირი და ვიწროება ყველა ბოროტმოქმედი კაცის სულს, ჯერ იუდეველისას, მერე ბერძნისას.10. დიდება, პატივი და მშვიდობა ყველა კეთილისმოქმედს, ჯერ იუდეველს, მერე კი ბერძენს.11. რადგანაც მიკერძოება უცხოა ღვთისათვის.
რომაელთა მიმართ თავი 2