თარგმანი: ვინაჲთგან წინადაცუეთაჲ მათ მიერ დიდად შერაცხილ იყო, ამისთჳს, შემდგომად ყოველთა მათ მათთა ბოროტთა თქუმისა, მას ზედა მოვიდა და იტყჳს, ვითარმედ: სთქუათ თქუენ თუ დიდი რაჲმე არს და სარგებელი წინადაცუეთისა შჯული, არამედ ჰე, ვიცი მეცა, ვითარმედ კეთილ იყო თჳსსა ჟამსა, არამედ უკუეთუმცა შჯული დაგემარხა და გეცნა, თუ რაჲსა სახე იყო წინადაცუეთაჲ იგი.
რომაელთა მიმართ 2:25
24. ვინაიდან, როგორც წერია, თქვენს გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის.25. წინადაცვეთილობა სარგოა, თუ რჯულს ასრულებ, ხოლო თუ რჯულს არღვევ, შენი წინადაცვეთილობა წინდაუცვეთელობად იქცევა.26. თუ წინადაუცვეთელი რჯულის მართლწესებს იცავს, განა მისი წინადაუცვეთელობა წინადაცვეთილობად არ შეერაცხება?
რომაელთა მიმართ თავი 2