მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 2:26

25. წინადაცვეთილობა სარგოა, თუ რჯულს ასრულებ, ხოლო თუ რჯულს არღვევ, შენი წინადაცვეთილობა წინდაუცვეთელობად იქცევა.26. თუ წინადაუცვეთელი რჯულის მართლწესებს იცავს, განა მისი წინადაუცვეთელობა წინადაცვეთილობად არ შეერაცხება?27. ეგეც არ იყოს ბუნებით წინადაუცვეთელი, რომელიც რჯულს ასრულებს, განა არ განგსჯის შენ, რომელიც, წერილისა და წინადაცვეთილობის მიუხედავად, რჯულს არღვევ?
რომაელთა მიმართ თავი 2
26. თუ წინადაუცვეთელი რჯულის მართლწესებს იცავს, განა მისი წინადაუცვეთელობა წინადაცვეთილობად არ შეერაცხება?
სასჯელისათჳს შჯულისა გარდამავალთა მათ ჰურიათაჲსა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: წინადაუცუეთილება იქმნა. უკუეთუ წინადაუცუეთელი იგი სიმართლესა შჯულისასა იმარხვიდეს (2,25-26).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჴორციელი ეგე წინადაცუეთილებაჲ შენი სულიერად წინადაუცუეთელობად იქმნა, ვინაჲთგან ბოროტად იჴმარე ეგე და არა ინებე გულისჴმის-ყოფად, თუ რაჲსა სახე არს. რამეთუ ესრეთ სიბრძნით გამოაჩინებს უჴმარებასა მას წინადაცუეთისასა, და ესრეთ მეყსა შინა ცხადად არა იტყჳს თუ ბოროტ არს იგი, რამეთუ იცოდა, ვითარმედ არა დაირწმუნებენ, არამედ სიბრძნით დაუყოფს მათ პირსა, და გამოაჩინებს წინადაცუეთასა ბოროტად.

პირი მესამე ჭეშმარიტისა მის ჰურიებისა და წინადაცუეთილებისათჳს
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა-მე წინადაუცუეთილებაჲ იგი წინადაცუეთილებად შეერაცხოსა? (2,26).:

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ ჴორციელი წინადაცუეთაჲ აწ არღარად საჴმარ არს, არამედ სულიერი ჯერ-არს, რამეთუ უკუეთუ წარმართთაგანთა მათ წინადაუცუეთელად ჰრწმენეს ღმერთი და იქმოდინ საქმეთა კეთილთა მათ, შეერაცხოს წინადაცუეთილებად ჭეშმარიტად.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის