თარგმანი: მრავალნი ჰგონებენ, ვითარმედ: დაღაცათუ მე ვცოდავ, არამედ ვინაჲთგან სხუათა ვაყენებ ცოდვისაგან, ამის მიერ მაქუს სასყიდელი. არამედ ისმინენ ესევითარმან მან უფლისაგან უკუე ესრეთ, ვითარმედ: "მკურნალო, განიკურნე თავი შენი" (), და მოციქულისაგან ესრეთ, ვითარმედ: "ვინაჲთგან თჳთ თავისა შენისა საშჯელსა ვერ განერი, ღმრთისასამცა ვითარ განერი?" რამეთუ ამით, რომლითა სხუაჲ დასაჯე, უპირატეს მისსა თავი შენი დაჰსაჯე. და უკუეთუ შენთა სიტყუათა საშჯელისა თუალუხუავობასა ვერ განერი, ვითარ გაწერე ღმრთისა მართლმსაჯულობისაგან, რომელი-იგი უზეშთაეს არს ყოველთა სიმართლეთა და უცოდველობათა? ანუ სულგრძელებასა და თავს-დებასა მისსა შეურაცხ-ჰყოფა? მეცა ვიტყჳ, ვითარმედ სულგრძელ არს, არამედ "არა თუ მოვიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს" ().
რომაელთა მიმართ 2:3
2. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, ჭეშმარიტებისამებრ, არის ღვთის მსჯავრი ყოველივე ამის მოქმედთა მიმართ.3. იქნებ გგონია, კაცო, რომ თავს დააღწევ ღვთის მსჯავრს რაკიღა განიკითხავ ამის მოქმედს და თვითონ კი მასვე სჩადიხარ?4. ან იქნებ უგულებელყოფ მისი სიკეთის, ლმობიერებისა თუ სულგრძელობის სიუხვეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სიკეთეს სინანულისაკენ მიჰყავხარ?
რომაელთა მიმართ თავი 2