თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: ნუ იტყჳ შენ, ჰურიაო, თუ წარმართთა მეტად ცოდეს. ნუ იყოფინ; რამეთუ თქუენცა, ჰურიანი, და წარმართნიცა სწორად შეცოდებულნი ხართ და დაკლებულნი დიდებისაგან ღმრთისა და ქველისმოქმედებისა, რამეთუ, უკუეთუ საქმეთაებრ საჯოს, ყოველნივე დაკლებულ ხართ მისსა დიდებასა, ხოლო რომელნიცა ცხონდენ, გინა თუ ჰურიანი, გინა თუ წარმართნი, უსასყიდლოდ ცხოვნდებიან მადლითა მისითა სარწმუნოებისა მიერ; რამეთუ ამას მოასწავებს, ვითარმედ: რომელიცა განმართლდეს, რავდენცა მოღუაწე იყოს, უსასყიდლოდ ცხოვნდების და არარაჲ აქუს სხუაჲ, თავისა თჳსისა მიერი, გარნა სარწმუნოებაჲ.
რომაელთა მიმართ 3:24
23. რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას.24. მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით,25. ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით,
რომაელთა მიმართ თავი 3