თარგმანი: ვინაჲთგან უკუე ესე ესრეთ არსო, და მამაჲ აცხოვნებს ერსა მას სარწმუნოებითა ქრისტესითა მისდა შეწყნარებულსა, სადა-ღა არს ჰურიათა სიქადული? — განდევნებულ არს. რაჲ არს თუ "განდევნებულ არს"? — ესე იგი არს, ვითარმედ დაცხრომილ არს; რამეთუ დაღაცათუ იყო ოდესმე, ხოლო აწ ქრისტეს მოსლვითგან განდევნებულ არს და წარსრულ არს, რამეთუ სარწმუნოებამან ამან განდევნა სიქადული იგი.
რომაელთა მიმართ 3:27
26. რომელნიც სულგრძელად დაითმინა ღმერთმა, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე დღევანდელ დღეს, და ყოფილიყო იგი მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.27. მაშ, სადღაა სიქადული? განქარებულა. კი მაგრამ, რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით.28. რადგანაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავად.
რომაელთა მიმართ თავი 3