თარგმანი: ამისთჳს მიიღო აბრაჰამ წინადაუცუეთილებასავე შინა სარწმუნოებითა განმართლებაჲ, რაჲთა იყოს იგი მამა ყოველთა მორწმუნეთა წინადაუცუეთელთა, რაჲთა მათცა შეერაცხოს სარწმუნოებაჲ მათი სიმართლედ. და კუალად ამისთჳს წინა-დაიცჳთა შემდგომად განმართლებისა, რაჲთა ზოგადად იყოს იგი მამა ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს ქრისტეს მიმართ, წინადაცუეთილ თუ იყვნენ, გინა წინადაუცუეთელ; და რაჲთა ზოგად ყოველთა უწყოდინ, ვითარმედ, ვითარ-იგი წინადაუცუეთელნი ვერ მოიგებენ ამის მიერ შვილებასა აბრაჰამისსა, რამეთუ იგი წინადაუცუეთელობასა შინა განმართლდა, უკუეთუ არა მოიგონ განმამართლებელი იგი მისი სარწმუნოებაჲ, ეგრეთვე ვერცა წინადაცუეთილნი წინადაცუეთითა ოდენ მიემთხუევიან შვილებასა მისსა, უკუეთუ არა ვიდოდინ მათვე კუალთა წინადაუცუეთელობასა შინა მოგებულისა სარწმუნოებისათა მამისა ჩუენისა აბრაჰამისთა.
რომაელთა მიმართ 4:12
11. და მიიღო წინადაცვეთის ნიშანი, როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთელობაში ჰქონდა, რათა გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, და მათაც შერაცხოდათ სიმართლედ;12. ისევე, როგორც მამა წინადაცვეთილებისა: არა მარტო იმათი, ვინც მიიღო წინადაცვეთა, არამედ იმათიც, რომელნიც მისდევენ ჩვენი მამის აბრაამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა.13. ვინაიდან აბრაამს და მის თესლს რჯულით როდი მიეცა აღთქმა, ყოფილიყო ქვეყნის მემკვიდრე, არამედ რწმენის სიმართლით.
რომაელთა მიმართ თავი 4