თარგმანი: ერეთ იტყჳს, ვითარმედ ძუელი იგი შჯული ვერარაჲთ სრულმყოფელ იყო აღთქუმათა მათ აბრაჰამისთა, რამეთუ პირველ შჯულისა მის წინადაცუეთისა მოეცნეს მას აღთქუმანი, ვიდრე-იგი წინადაუცუეთელღა იყო, და მაშინვე ესმა, რაჲთა იყოს იგი მკჳდრ სოფლისა, რაჟამს განმართლდა სარწმუნოებითა პირველ წინადაცუეთისა. და უკუეთუ შჯული ვერაჲთ სრულ-მყოფელ იქმნა აღთქუმათა, რაოდენ უფროჲს ვერარაჲთ სრულ-მყოფელ იყოს წინადაცუეთაჲ განმართლებისა მიმართ!
რომაელთა მიმართ 4:13
12. ისევე, როგორც მამა წინადაცვეთილებისა: არა მარტო იმათი, ვინც მიიღო წინადაცვეთა, არამედ იმათიც, რომელნიც მისდევენ ჩვენი მამის აბრაამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა.13. ვინაიდან აბრაამს და მის თესლს რჯულით როდი მიეცა აღთქმა, ყოფილიყო ქვეყნის მემკვიდრე, არამედ რწმენის სიმართლით.14. რადგან თუ მემკვიდრენი რჯულისაგან არიან, ამაოა რწმენა და ფუჭია აღთქმა.
რომაელთა მიმართ თავი 4