თარგმანი: კეთილად თქუა: არა შეორგულდა, რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ არცა თუ მცირედ იჭუნეულ იქმნა, არამედ შეუორგულებელად და მტკიცედ ჰრწმენა. ხოლო განმართლებაჲ რაჲ თქუა სარწმუნოებითა, ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ ფრიადი ძლიერებაჲ უჴმს შეუორგულებელად მქონებელსა სარწმუნოებისასა, და უფროჲსღა — ესოდენ დიდისა სარწმუნოებისასა, რომელ არღარად სხუად, არამედ მყის ქმნულად შეჰრაცხა აღთქუმული იგი, და ვითარცა აწვე მიცემულისათჳს, მადლობაჲ შეწირა კეთილთა მომცემელისა მის; და არღარა თუ ჰრწმენა, არამედ გულსავსეცა იქმნა ყოვლისავე შემძლებელობისათჳს ღმრთისა; ვინაჲცა ამის მიერ განმართლდა.
რომაელთა მიმართ 4:20
19. არ შერყევია რწმენა, თუმცაღა ას წელს მიტანებული ხედავდა, რომ მისი სხეული უკვე სიკვდილად იყო მიწურვილი და კვდებოდა საშოც სარასი;20. არ შემკრთალა და არც ეჭვი შეჰპარვია ღვთის აღთქმაში, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება მიაგო ღმერთს.21. რადგანაც გულდანდობით სწამდა, რომ ვინც აღთქმა მისცა, მასვე შეეძლო აღთქმის აღსრულებაც.
რომაელთა მიმართ თავი 4