თარგმანი: კუალად მისვე პირისა დამტკიცებად იღუწის, რამეთუ, ვინაჲთგან საკჳრველად ჩნდა დადებულად ერთისა იესუ ქრისტეს სიკუდილითა ყოველთა კაცთა ცხორებაჲ, ამისთჳს მრავლითა სახითა დაამტკიცებს მას.
რომაელთა მიმართ 5:18
17. რადგან თუ ერთის შეცოდებით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს, მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის - იესო ქრისტეს მიერ.18. ამიტომ, როგორც ერთის შეცოდებისაგან ყველა კაცის თავზე მოიწია სასჯელი, ასევე ერთის სიმართლისაგან ყველა კაცი გამართლდება სიცოცხლისათვის.19. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით მრავალი გახდა ცოდვილი, ისე ერთი კაცის მორჩილებით მრავალნი გახდებიან მართალნი.
რომაელთა მიმართ თავი 5