თარგმანი წმიდისა კჳრილესი: რომელსა ჟამსა? — ესე იგი არს, ვითარმედ მას ჟამსა, რაჟამს იხილა ეშმაკისა საცთური, სრულიად განფენილი სოფელსა შინა, და კაცთა ნათესავი სრულიად მოუძლურებული მისთა მათ მძლავრობათაგან, და ცხორებისა კაცთაჲსა სასოებაჲ სრულიად წარკუეთილი, მაშინ მიუთხრობელითა მით სიყუარულითა მისითა, რომელი აქუს კაცთა მომართ, თავს-იდვა სიკუდილი ჩუენთჳს, რომელნი-ესე უღმრთო ვიყვენით. რამეთუ კაცისა სიმართლისა და კეთილისათჳს, ვინ უწყის, ნუ-უკუე თავს იდვა-მცა ვინ სიკუდილი (დაღაცათუ არცა ესე სადა იქმნების, გარნა, ვინ უწყის, ნუ-უკუე იქმნა-მცა ესე!), ხოლო ცოდვილისა და ურჩისათჳს ვინმცა თავს-იდვა? გარნა ღმერთმან ინება, რაჲთამცა ფრიადი იგი სიყუარული თჳსი, რომელი აქუს ჩუენდა მომართ, გამოაჩინა. ამისთჳს მისცა ძე თჳსი სიკუდილად.
რომაელთა მიმართ 5:8
7. მართლაცდა, ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილისთვის ვინმემ, შესაძლოა, კიდევაც გაბედოს სიკვდილი.8. მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.9. მით უმეტეს, ახლა, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მისივე მეოხებით თავს დავაღწევთ რისხვას.
რომაელთა მიმართ თავი 5