თარგმანი: ქმრად მოსეს შჯულსა იტყჳს და დედაკაცად — ერსა მას მორჩილსა მისსა. და იტყჳს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა იგი ცოცხალ იყო, და მრუშება იყო მისგან განშორებაჲ. ხოლო აწ იგი მოკუდა და უჯერო არს მკუდრისა მის ცოლ ყოფაჲ. არამედ რომელი აწ შემოვიდა ახალი იგი სიძჱ — უკუდავი ქრისტე —მისდა ჯერ-არს შეყოფაჲ.
რომაელთა მიმართ 7:2
1. ან იქნებ არ იცით, ძმებო, - რაკიღა რჯულის მცოდნეთ მივმართავ, - რომ ვიდრე კაცი ცოცხალია, სიკვდილი მბრძანებლობს მასზე.2. რადგანაც გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში რჯულითაა შეკრული მასთან, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია ცოლ-ქმრობის რჯულისაგან.3. ამიტომაც, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვა, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ, და სხვას რომ გაჰყვეს, აღარ იწოდება მეძავად.
რომაელთა მიმართ თავი 7