თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა ესრეთ ითქუას სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: მყოვარ მოლოდებაჲ იგი დაბადებულისაჲ გამოცხადებასა ძეთა ღმრთისათასა მოელის. ესე იგი არს, ვითარმედ მრავალჟამეულად განგრძობილი იგი და მიმყოვრებული მოსალოდებელი ამის დაბადებულისაჲ, რომელ არს სოფელი ესე, ამას მოელის, რაჲთა გამოცხადნენ ჭეშმარიტებით, თუ ვინ არიან ძენი ღმრთისანი, ანუ ვინ — ძენი ეშმაკისანი, რომელ არს უკუანასჲსკნელი იგი განრჩევაჲ ცხოვართაჲ თიკანთაგან. ხოლო თუ რაჲ არს მოსალოდებელი სოფლისაჲ, ამას ქუემოთა სიტყუათა მიერ მოასწავებს, ვითარმედ ჩუენ ძლით განხრწნილი ჩუენ თანავე მიმღებელობასა უხრწნელებისასა წადიერ არს; რამეთუ რაჟამს ჩუენ განვახლდეთ, მაშინ ცაჲცა ახალ იქმნეს და ქუეყანაჲცა.
რომაელთა მიმართ 8:19
18. რადგანაც ვფიქრობ, რომ აწინდელი ვნებანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ.19. ვინაიდან ქმნილება სასოებით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას,20. იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით,
რომაელთა მიმართ თავი 8