მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 7

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

პავლესი: არა-მე რაჲ დასასჯელ არს აწ, რომლნი-იგი ქრისტე იესუჲს მიერ არიან (8,1).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ აწ არღარაჲ აჭირვებს ესევითარი მძლავრებაჲ ქრისტეს მოყუარეთა.

პავლესი: ღმერთმან ძეჱ თჳსი მოავლინა მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა (8,3).

თარგმანი: რამეთუ ვინაჲთგან რჩული უძლურ იქმნა ბოროტისა მისგან ნებისა ჴორცთაჲსა დაჴსნად ცოდვისა, ამისთჳს მოავლინა ღმერთმა ძჱ თჳსი, ხოლო რომელ იტყჳს თუ "მსგავს", ნუ ჰგონებ თუ სხუებრნი რაჲმე იყვნეს ოდენ მსგავსნი ამათნი. ნუ იყოფინ! არამედ ესევითარნი ჴორცნი იყვნეს, ვითარ ჩუენნი, გარნა ცოდვისა განუცადველნი და და ამისთჳს თქუა თუ "მსგავსებითა ჴორცთა მათ ცოდვისათა".

პავლესი: რაჲთა სიმართლჱ რჩულისაჲ აღესრულოს ჩუენ შორის (8,4).

თარგმანი: რაჲ არს სიმართლჱ რჩულისაჲ? — ნებაჲ და განზრახვაჲ მისი, რომლისა ისწრაფდა, რაჲთამცა დაამტკიცა სიმართლჱ კაცთა შორის, და ვერ უძლო, ხოლო ქრისტემან დაამტკიცა.

პავლესი: ზრახვაჲ ჴორცთაჲ სიკუდილ არს (8,6).

თარგმანი: ზრახვად ორცია ცოდვასა იტყჳს და ზრახვად სულისა — სათნოებასა, რომელნი-ესე შემსჭუალულ არიან პროერესისადა გინა თუ კეთილი იყოს, გინა თუ ბოროტი.

პავლესი: ზრახვაჲ ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა, რამეთუ რჩულსა ღმრთისასა ვერ დაემორჩილების, ვერცა ძალ-უც (8,7).

თარგმანი: ზრახვად ჴორცთა კუალად აქა ზრქელსა ბუნებასა იტყჳს, მოყუარესა ცოდვისასა და სოფლისა მას იტყჳს, ვითარმედ ვერ ძალ-უც დამორჩილებად ღმრთისა, და რაჲღა სასოებაჲ გუაქუს ცხორებისაჲ, უკუეთუ ბოროტი კეთილ ვერ იქმნების? არამედ არა ამას იტყჳს თუ — ვერ ძალ-უც ბოროტსა, რაჲთა იქმნას კეთილ, —არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ: ესე შეუძლებელ არს, თუმცა მასვე ბოროტსა შინა იყო და ღმერთსა დაემორჩილა შეცვალებაჲ კუალად, კეთილ-ყოფაჲ და დამორჩილებაჲ ღმრთისაჲ — ადვილ არს, ვისცა ენებოს.

პავლესი: რომელნი ჴორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ ჴელ-ეწიფების (8,8).

თარგმანი: ჴორცად ამას ადგილსა არა ბუნებასა ამას ჴორცთასა იტყჳს, არამედ ცხორებასა ჴორციელსა და სოფლიოსა, სავსესა შუებითა და ბილწებითა, რომელი-იგი კაცსა ჰყოფს ყოვლითურთ ჴორც.

პავლესი: უკუეთუ ჴორციელად სცხოვნდებოდით, სიკუდილად ხართ (8,13).

თარგმანი: სიკუდილსა მას უკუდავსა იტყჳს აქა გეჰენიისასა.

პავლესი: იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა (8,16).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჩუენთა ამათ სიტყუათა სული წმიდაჲ მოწამე არს, რამეთუ მან მომცა ჩუენ მადლი ამათ სიტყუათა ქადაგებად.

პავლესი: რამეთუ იჭჳ იგი დაბადებისაჲ გამოცხადებისაჲ შვილთა ღმრთისათა მოელის (8,19).

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ დაბადებულნი ყოველნი დიდად მოელიან ამათ კეთილთა მოსლვასა, რომელნი-ესე აწ ვაჴსენენით, რამეთუ იჭუად ამას ადგილსა მტკიცესა მას მოლოდებასა იტყჳს.

პავლესი: რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნეფსით (8,20).

თარგმანი: რაჲ არს ესე თუ: "დაემორჩილა"? — განხრწნილ იქმნაო.

რაჲსათჳს? — შენთჳს, ჵ კაცო, რამეთუ ვინაჲთგან შენ მიიღე ვნებული ეგე და მოკუდავი ჴორცი, გარდაჰჴედ რაჲ მცნებასა, მიერთგან სოფელმანცა წყევაჲ მიიღო ეკალთა და კუროჲსთავთა აღმოცენებად.

მოციქულისაჲ: არა ნეფსით (8,20).

თარგმანი: ესე არა თუ ნებასა რასმე იტყჳს დაბადებულისასა, არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ: არა თუ მის მიერ რაიმე იქმნა ესე, არამედ ღმერთმან ყო შენთჳს.

მოციქულისაჲ: რამეთუ თჳთ იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს (8,21).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ შენ ოდენ, არამედ სხუაჲცა ყოველი დაბადებული, რომელი შენსაცა უდარეს არს, ვითარმედ იგიცა ზიარვე იქმნას შენთა კეთილთა და უხრწნელად გარდაიცვალოს ხრწნილებისა ამისგან; რაჲთა სცნა, თუ რაბამი არს სახარებაჲ მეუფისაჲ, რამეთუ, ვითარცა-იგი შენ რაჲ ხრწნილებაჲ შეიმოსო, იგიცა განხრწნადი შეიქმნა. ეგრეთვე, რაჟამს შენ უხრწნელნი ჴორცნი შეიმოსნე, იგიცა უხრწნელ იქმნას.

პავლესი: გამოჴსნასა მას ჴორცთა ჩუენთასა (8,23).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ დიდებასა მას, რომელი მოცემად არს, რამეთუ აწ ვკუნესით და გუელმისო, რამეთუ არა უწყით თუ რაჲ ყოფად-ა ჩუენ ზედა ვიდრე ჟამამდე სიკუდილისა. ხოლო მაშინ ვცნათ ყოველთა, რაჟამს უხრწნელნი ჴორცნი შევიმოსნეთ და აწინდელთა ამათ ბევრეულთა ვნებათაგან ეიჴსნნეთ.

პავლესი: თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენდა (8,26).

თარგმანი: რომელთაცა მაშინ ნათელ-იღიან, თითოსახეთა მადლთა მისცემდა მათ ღმერთი, რომელთა-იგი სულებცა ეწოდების მადლთა მათ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: "სულნი წინაჲსწარმეტყუელთანი წინაჲსწარმეტყუელთა დაემორჩილებიან", და აქუნდა მაშინ რომელსამე მადლი წინაჲსწარმეტყუელებისაჲ და იტყჳნ მომავალთა საქმეთა. სხუასა მოეცის მადლი სიბრძნისაჲ და ასწავლინ ერთა, და სხუასა — მადლი კურნებათაჲ და ჰკურნებნ სნეულთა, და სხუათა —მადლი სასწაულთაჲ და აღადგინებედ მკუდართა, და სხუასა — მადლი ენათაჲ და იტყჳნ მრავალთა ენათა, და მათ ყოველთა თანა ლოცვაჲცა მადლი იყო და მასცა სულ ეწოდებოდა, და, რომელსა-იგი აქუნ, ყოვლისა ერისათჳს ილოცავნ და მას მოასწავებს ამას ადგილსა მოციქული. რამეთუ, ვინაჲთგან არა ვიცით კეთილი და უმჯობესი, და მრავალგზის, რომელი არა უმჯობესი არნ, იგი ვითხოით, ამისთჳს მაშინ მოვიდის ერთსა ვისმე ზედა მადლი იგი ლოცვისაჲ და ითხოვნ ყოველთათჳს უმჯობესსა და სხუათა ასწავლინ, რაჲთა მას ითხოვდენ. სულად უკუე უწესს ესევითარსა მას მადლსა მოციქული. და ვითარმედ სული იგი, რომელსა თანა მოვიდეს მადლი იგი, იგი სულთ-ითქუამს სიღრმითა გულისაჲთა, რომლისაცა სახე არს აწ დიაკონი, რამეთუ ერისათჳს ვედრებათა შესწირავს.

პავლესი: რომლი-იგი გამომეძიებელი არს გულისაჲ, იცის ზრახვაჲ იგი სულისაჲ (8,27).

თარგმანი: სულიერისა მის კაცისაჲ გულის-სიტყუაჲ იცისო, ვითარმედ უმჯობესსა ყოველთასა ითხოვს.