თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "სასოებით ვცხონდით", რაჲთა არა ყოველსავე მას ცხორებასა აქა ეძიებდე ? აწვე ხილულად, ამისთჳს მერმეთა მათ მიმართ წარგავლენს და უხილავთა სურვილად აღგძრავს. და სურვილისა მის მიმთხუევისათჳს უეჭუელ გყოფს სასოებისა არაოდეს მარცხუენელობითა. რამეთუ ესე არს სასოებაჲ არაოდეს მარცხუენელი, რაჟამს ყოფადნი იგი, ვითარცა აწვე ყოფილნი ჰრწმენდენ. და ვითარცა ჴელთა ქონებულისათჳს თავს-იდებდეს შრომათა და ღუაწლთა და ვიდოდის გზათა, მისსა მიმართ მიმყვანებელთა. ხოლო ესე ყოველგან ცხად არს, ვითარმედ მოთმინებაჲ დიდი ნაწილი არს სათნოებისაჲ, და მომატყუებელი სარწმუნოებისა და სასოებისაჲ.
რომაელთა მიმართ 8:25
24. რადგანაც ხსნილნი ვართ სასოებით, ხილული სასოება კი არ არის სასოება, ვინაიდან რა სასოება უნდა გქონდეს იმის მიმართ, რასაცა ხედავ?25. ხოლო იმის მსასოოვარნი, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.26. ასევე სულიც შეეწევა ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით.
რომაელთა მიმართ თავი 8