1.მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა.2.ხოლო ამ თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია; იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე;3.ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მებაჟე; იაკობი ალფესისა და ლებეოსი, თადეოსად სახელდებული;4.სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
5.აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში.6.არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს.7.მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი.8.განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.9.ნუ წაიტანებთ სარტყლით ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც რვალს;10.ნურც აბგას გზაში, ნურც ორ ხელ სამოსს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც არგანს, ვინაიდან ღირსია მაშვრალი თავისი საგზლისა.11.რომელ ქალაქში ან დაბაშიც უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და მისას დადექით, ვიდრე გამოსვლამდე.12.ხოლო სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს.13.და თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას, თუ არა და, თქვენი მშვიდობა თქვენავე დაგიბრუნდებათ.14.და თუ არავინ მიგიღებთ და არც შეისმენს თქვენს სიტყვებს, იმ სახლიდან თუ ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი.15.ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორის მხარისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის.16.აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები.17.ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ.18.და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად.19.ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი.20.რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში.21.და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.22.და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.23.და როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა.24.არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი, და არც მონა, თავის მბრძანებელზე უპირატესი.25.საკმარისია მოწაფისათვის, იყოს ისეთი, როგორც მისი მოძღვარი, და მონისათვის - როგორც მისი მბრძანებელი. თუ სახლის პატრონს ბელზებულად უხმობენ, მით უმეტეს, სახლეულს მისას.26.მაშ, ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.27.რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით, და რაც ყურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ.28.ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას.29.განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება.30.ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია.31.მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.32.ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.33.ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.34.ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა.35.ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას.36.და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი.37.ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი;38.ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.39.ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას.40.ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს.41.ვინც წინასწარმეტყველის სახელით შეიწყნარებს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს; და ვინც მართლის სახელით შეიწყნარებს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს.42.და ვინც მოწაფის სახელით მიაწვდის ცივ წყალს ერთს ამ მცირეთაგანს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ, ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო! და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო. მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ! და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი მათნი“ (9,27-30).
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აჰა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“ (10,16).
ვინაჲთგან სათანადოჲსა მისთჳს ჴორცთა საზრდელისა განაწესა, თუ ვინაჲ იყოს მორეწაჲ მისი, და სახლნი მორწმუნეთანი განუხუნა მათ და ბრძანა, ვითარმედ თანამდებ არიან გამოზრდად მათდა; და წესი შესლვისა მათისაჲ განაწესა და მოკითხვისაჲ, რომელ ეგულებოდა მიცემად; და საშინელი იგი სასჯელი განაჩინა მათ ზედა, რომელნი არა შეიწყნარებდენ მათ; და სასწაულთმოქმედებითა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად კერძო. ამენ გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდე ძე კაცისაჲ მოვიდეს“ (10,23).
ზემო წარმოუთხრნა საშინელნი იგი სიტყუანი და შემძლებელნი ადამანტისაცა ქვისა შემუსრვად და აუწყა განსაცდელთა მათთჳს, მოწევნად-თა მათ ზედა შემდგომად აღდგომისა და ამაღლებისა მისისა, ხოლო აწ მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი უმოლხინესისა მიმართ, რაჲთა მცირედ განუსუენოს მოღუაწეთა მათ. რამეთუ არა უბრძანა აქა შებმა-ყოფად მბრძოლთა მიმართ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მოფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მოფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა“ (10,34).
კუალად მძიმეთა და ფიცხელთა სიტყუათა წინაუყოფს და, რომელსა მათ ეგულებოდა თქუმად, წინაჲსწარვე მიუთხრა მათ, რაჲთა არა, ესმოდის რაჲ ესევითარი ესე ყოველივე ძნელოვანი, ჰრქუან მას, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ამისთჳს მოხუედა, რაჲთა ჩუენცა მოსაკლავად მიგუცნე და იგინიცა, რომელნი მერჩდენ ჩუენ, და ბრძოლითა აღავსო სოფელი?
1. და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. - თორმეტი მოწაფე თორმეტი ტომის მიხედვით აარჩია. მისცა რა ძალა, თუმცა ცოტანი იყვნენ, მაინც წარგზავნა, რადგან საერთოდაც ცოტანი არიან ისინი, რომელნიც ვიწრო გზით მიდიან. სასწაულთმოქმედების ძალაც უბოძა, რათა განაცვიფრებდნენ რა სასწაულებით, სწავლებისადმი ყურადღებიანი მსმენელნი...
დღეს, ძმანო ჩემნო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, ჩვენ ვასრულებთ მცნებასა ამას უფლისასა. ხმითა მაღლითა წინაშე ყოველთა კაცთა აღვიარებთ დღეს ჩვენ სახელსა ქრისტესსა და ყოველსა სჯულსა, რომელი გარდამოგვცა მან ჩვენ მოციქულთა და მამათა მიერ და არა თუ მხოლოდ აღვიარებთ, არამედ, ლოცვასა და მადლობასა შევსწირავთ მისდამი, რამეთუ მოგვცა ჩვენ მადლი და შემწეობა ვიდრე ამ ჟამადმდე დაცვად სისწორით და სისრულით ყოვლისა სჯულისა მისისა; ხოლო წინააღმდეგთა ქრისტეს სჯულისათა, ანუ გარდამაქცეველთა და განმასხვავებელთა...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს, რომელთაც უხარის აღდგომა ქრისტესი:
...რასდროს დატოვებს; მოგეცემათ მშვიდობა და სიხარული.
ზიარებით, ისევე როგორც აღსარებით, მივეახლებით ცოდვაზე და სიკვდილზე უძლიერეს მარადიულ და ყოვლის მომცველ სიყვარულს ღვთისას.
სიყვარულმა გაითვალისწინა ყვვლაფერი, რაც კაცს სჭირდება. თავის მოწაფვებს, ქადაგებისთვის რომ გზავნიდა, სნეულთა განკურნების ძალაც მისცა უფალმა (). ჭეშმარიტ მორწმუნეებს ისინი ზეთს სცხებდნენ და ავადმყოფნიც სნეულებისგან თავისუფლდებოდნენ (). იაკობ მოციქული ეპისტოლეში წერს: „უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაიმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას“ ().
ასე დაწესღა საიდუმლო ზეთისცხებისა. 3კლესიის ზოგიერთი წმიდა მამა ამბობს, რომ ზეთისცხებისას უფალი შეუნდობს ავადმყოფს დავიწყებულ ცოდვებს. ამ საიდუმლოს მადლით მრავალნი განკურნებულან.
ზეთი ყველამ უნდა ვიცხოთ, რადგან ყველას გვაქვს დავიწყებული ცოდვები და მოკლებულნი ვართ როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ სიმართლეს.
ეკლესია ის სულიერი კანაა გალილეისა, სადაც უფალმა დალოცა ქორწილი...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მოცემად იყო მორწმუნეთა მათ მისთა, რამეთუ არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ“ (7,39).:
...ტყოდა მათ: „მიიღეთ სული წმიდაჲ“; და კუალად: „მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, მაშინ იქმოდეს სასწაულთა“.
ხოლო პირველ რაჟამს წარავლენდა მათ, არა წერილ არს, თუ: მისცა მათ სული წმიდაჲ, არამედ: „მისცა მათ ჴელმწიფებაჲო“ ; და ჰრქუა: „კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით, მკუდართა აღადგინებდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“. ხოლო წინაჲსწარმეტყუელთა ზედა ყოველთა მიერ აღსაარებულ არს, ვითარმედ სულისა წმიდისა მოცემაჲ იყო. და რაჲ არს უკუე ესე სიტყუაჲ? ისმინეთ უკუე, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა მიეცა სული წმიდაჲ, არამედ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ მოკლებულ იყო ქუეყანით მიერ დღითგან, ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „აჰა ესერა დატევებულ იყოს სახლი თქუენი ოჴრად“, ; და უწინარეს მის სიტყჳსაცა ეწყო მოკლებად ამას, რამეთუ არღა იყო მათ შორის წინაჲსწარმეტყუელი, არცა მადლი იგი მოვიდოდა მათ ზედა, ვინაჲთგან უკუე მოკლებულ იყო სული წმიდაჲ. და ეგულებოდა მოსლვად მდიდრად...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (17,2).:
...ს ღმრთისაჲ. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვითარცა მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ“? გამოაჩინებს, ვითარმედ არა ჰურიათა თანა ოდენ შეწყუდეულ არს ქადაგებაჲ იგი, არამედ ყოველსა სოფელსა განეფინების, და მოასწავებს ცხორებასა წარმართთასა, რამე-თუ ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „გზასა წარმართთასა ნუ წარხუალთ“, და ეგულებოდა ამისა შემდგომად თქუმად, ვითარმედ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“, გამოაჩინებს, ვითარმედ მამასა ესრეთვე ჰნებავს; რამეთუ ესე ფრიად დააბრკოლებდა ჰურიათა და მოწაფეთა არა შეუნდობდეს ადვილად ლოცვისა შეხებად მათ თანა, ვიდრემდის მოიღეს სწავლაჲ იგი სულისა წმიდისაჲ. და რაჟამს იერუსალჱმდ მოვიდა პეტრე, ძლით შეუძლო განრომაჲ ამათთა ბრალობათაგან თხრობითა მით ტილოჲსაჲთა.
ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ“? ვჰრქუათ მწვალებელთა, ვითარმედ: ოდეს მიიღო მათ ზედა ჴელმწიფებაჲ, პირველ დაბადებისა მათისა ანუ შემდგომად დაბადებისა? რამეთუ იგი იტყჳს, ვითარმედ: „შემდგომად განჴორციელებისა და აღდგომისა“, ;...