თარგმანი: უსულოთა ამათ დაბადებულთა აჴსენებს, არა თუ ვითარცა გულისჴმიერთა, არამედ ვითარცა წესითა სიტყჳსაჲთა პატივ-ცემულთა რაჲთა სიმდიდრე მადლისაჲ გუაუწყოს, ვითარ არა ხოლო სულიერთა და გრძნობადთა, არამედ უსულოთაცა და უგრძნობელთა ზედა განჰფენს ძალსა გამოჴსნისასა. ამას თანა და მათითა აღბაძვებითა ჩუენცა უმეტესად სურვილით ძიებად აღმძრავს საუკუნოჲსა მის გამოჴსნისა, რაჲთა სიტყჳერებითა პატივცემულნი არარაჲთ უდარეს გამოვჩნდეთ პირუტყუთასა, ძიებისათჳს წარუვალთა მათ კეთილთაჲსა, რამეთუ ესევითარი არს პირველი ნაყოფი სულისაჲ, გინათუ ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: რომელთა-ესე დასაბამი სულისაჲ გუაქუს, თჳთ ჩუენცა თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით ხოლო თუ რომელსა შვილებასა მოველით, რაჲთა არა სთქუა ვითარმედ ვინაჲთგან ზემორე არა ხოლო შვილებაჲ, არამედ განღმრთობაჲცა მოგუენიჭა, თქუმულთა მიერ ამისვე მოციქულისათა. აწ რომელსაღა შვილებასა მომლოდე გუყოფს, ამას თჳთვე გამოსთარგმნის, ვითარმედ: გამოჴსნასა ჴორცთა ჩუენთასა, რომელ არს აღდგომაჲ მკუდრეთით და შემოსაჲ უხრწნელებისაჲ. რამეთუ აქა დასაბამი ოდენ გუაქუს სულისაჲ, ვითარცა სარკითა მხედველთა. ხოლო დასაბამი ესე სულისაჲ...
რომაელთა მიმართ 8:24
...იგი მაშინვე, დასაწყისიდანვე, იწყებს ნუგეშისცემას. ამბობს: „აღთქუმისა მისებრ ცხორებისა ქრისტე იესუჲს მიერ“ (). ხოლო თუ აღთქმაა, ნუ ეძებ მას აქ; რადგან „სასოებაჲ ხილული არა არს სასოება“ ().
„ტიმოთეს, საყუარელსა შვილსა“ (). უბრალოდ „შვილსა“ კი არა, არამედ „საყუარელსა“. რადგან შეიძლება შვილებიც იყვნენ, რომლებიც არ უყვართ; მაგრამ შენ ასეთი არა ხარ, ამბობს, და არც უბრალოდ შვილს გიწოდებ, არამედ საყვარელ შვილს. რადგან გალატელებსაც შვილებად უხმობს, მაგრამ მაინც მათ გამო სტკივა, როცა ამბობს: „შვილნო ჩემნო, რომელთათჳს კუალად მელმის“ (). განსაკუთრებით კი, როცა საყვარელს უწოდებს, დიდ სათნოებას უმოწმებს მას. როგორ? რადგან როცა სიყვარული ბუნებისაგან არ არის, ის ს...
...ნის ნიშანი: როცა აღთქმები ადამიანურ გაგებას აღემატება და ჩვენ მტკიცედ ვესავთ აღმთქმელის ძალას. „სარწმუნოებაჲ, — როგორც ნეტარი პავლე ამბობს, — არს მოსავთა მათ ძალ, საქმეთა მამხილებელ არა-ხილულთა" (). და სხვა ადგილას: „რომელსა-იგი ვინმე ხედავნ, რაჲსაღა-მე ესავნ?" (). მაშ, რწმენა იმაშია, რომ ვირწმუნოთ უხილავი, აღმთქმელის უცვალებელ უტყუარობაზე მტკიცედ დავამყაროთ აზრი. ასე მოიქცა ეს მართალი — აღთქმულის მიმართ დიდი და გულწრფელი რწმენა გამოავლინა, რის გამოც მას საღვთო წერილიც ადიდებს, რადგან მაშინვე ამატებს: „და ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ". ხედავ, როგორ, აღთქმათა აღსრულებამდეც კი, მიიღო შესაფერისი საზღაური მხოლოდ იმისთვის, რომ ირწმუნა? სიმართლედ ჩაეთვალა ის, რომ ღვთის აღთქმა ირწმუნა და ადამიანური მსჯელობით არ გამოიკვლია ღვთის ნათქვამი. მაშ, ვისწავლოთ ჩვენც მამამთავრისგან, ვირწმუნოთ ღვთის სიტყვები და ვესავდეთ მის აღთქმებს, არ გამოვიკვლიოთ ისინი საკუთარი მსჯელობით, არამედ სულგრძელობა გამოვიჩინოთ. ამით ჩვენც შეგვიძლია მართლებად ვიქცეთ და აღთქმულის მიღება უფრო ადრე მოვამზადოთ. აბრაამს ღმერთმა აღუთქვა, რომ მისი თესლიდან დიდი სიმრავლე წარმოიშვებოდა, და ეს აღთქმა ბუნებასა...