მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 8:36

35. რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?36. (როგორც დაიწერა: „შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად“).37. ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა.
რომაელთა მიმართ თავი 8
36. (როგორც დაიწერა: „შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად“).
თავი ი̂გ. თანანადებისა მისთჳს ქრისტეს სიყუარულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა წერილ არს: რამეთუ შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი (8,35-36).:

თარგმანი: დავითის მიერ საწამებელისა სიტყჳსა შემოღებითა ორმეოცდამესამისა ფსალმუნისაგან სარწმუნო ჰყოფს სიტყუასა თჳსსა, ვითარმედ: უკუეთუ ძუელნი იგი ქუეყნიერთა კეთილთა მიმთხუევისათჳს არა ჰრიდებდეს თავთა თჳსთა, რაოდენ უფროჲს ჩუენ თანა-გუაც არა-რიდობაჲ ჴორციელთა ჭირთა შემთხუევისაჲ, საუკუნეთა მათ კეთილთა ზეცისათა მიმთხუევისათჳს; რამეთუ თჳთ წინაჲსწარმეტყუელი დავით ამით გულისჴმის-ყოფითა იტყოდა დღითი-დღედსა სიკუდილსა, ვითარმედ: დაღაცათუ ვის ფრიად ევნოს, ერთ ოდენ არს ბუნებითი შემთხუევაჲ საჲ, არამედ უახლესი და უახლესი ლი შეემთხუეოდა ღმრთისათჳს, რამეთუ გონებითი იგი დღითი-დღედი განმზადებულ-ყოფაჲ სიკუდილისა თ ესევითარსა სასყიდელსა მოატყუებს, ვითარმცა დღითი-დღე მომკუდარ ქრისტესთჳს.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებითა“ (17,19).:

...ან თავადი და წინამძღუარი ამას იქმს, ვითარმცა იგინი იქმან, რამეთუ იგინიცა შეიწირვიან; რამეთუ იტყჳს: „წარუდგინენით ასონი თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად“, და ვითარმედ: „შევირაცხენით, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი“, ; და თჳნიერ სიკუდილისა მსხუერპლად და შესაწირავად ჰყოფს მათ. ხოლო ვინაჲთგან სიკუდილად მივიდოდა, თქუა: „ამათთჳს მე წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა“. რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ მოციქულთათჳს ოდენ იტყჳს ამას, ამისთჳს შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მათთჳს გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ“ (17,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა კუალად განაძლიერნა სულნი მათნი, უჩუენა რაჲ, ვითარმედ მრავალნი მოწაფე-ყოფად არიან მათდა, რამეთუ ვინაჲთგან რომელი მათ უმეტესად აქუნდა, ზიარ სხუათასა გამოაჩინა, კუალად ნუგეშინის-სცა, მოასწავა რაჲ, ვითარმედ სხუათა მრავალთა ცხორებისა მიზეზ ყოფად არიან. ხოლო ვინაჲთგან თქუა შეწირვისა მისთჳს მათისა და ცხორებისა და რაჲთა წმიდა იყვნენ ჭეშმარიტებითა, კუალად იწყებს სიტყუად ერთობისათჳს და მას ზედა აღასრულებს სიტყუასა თჳსსა; რომლისაგანცა იწყო, მასვე სრულ-ჰყოფს, რამეთუ დასაბამსა...

სრულად ნახვა