თარგმანი: ესე არს ცოდვისათჳს დაშჯაჲ ცოდვისაჲ, რამეთუ არა მძლავრებით, არცა განუკითხველად დასაჯა იგი, არამედ პირველად განბჭო და გამოიძია და დაასაჯა მას, ვითარმედ ცოდვა არს, და ეგრეთღა, ცოდვილობისათჳს დასაჯა ცოდვაჲ, ვითარმედ უსამართლოდ ჰმსძლავრობდა და დაიმონებდა იგი ჴორცთა. ვინაჲთგან შესაძლებელ არს დაცვაჲ თავისაჲ, რომელი-ესე თჳთ საუფლოთა მათ ჴორცთა თჳსთაგან ცხად ყო, რაჟამს უცოდველად დაიცვნა ჴორცნი თჳსნი, და ამით დასაჯა ცოდვაჲ, რაჟამს მოსპო იგი ჴორცთა მათგან, რომელ შეისხნა უცოდველად, და ყოვლად შეუხებელ ყვნა ცოდვისაგან, რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ წარჰმართოს ჩუენ შორის, სახედ ჩუენდა მოცემითა თავისა თჳსისაითა, ვითარ ყოვლად სრულებით მიმღებელმან მან ჴორცთამან, ცოდვისათა ამათ ჴორცთა ჩუენთაჲ — მსგავსებაჲ ოდენ მიიღო, რამეთუ ჴორცნი შეისხნა სრულებით, ხოლო ცოდვაჲ არასადა ქმნაი. და რომლითა-იგი მან სძლო, ძლევაჲ იგი ჩუენ მოგუანიჭა, რაჲთა დაუყენებელ ვიყვნეთ არღარა ჴორციელად, არამედ სულიერად სლვად, უკუეთუ ოდენ გუენებოს; რომელი-ესე იყო სიმართლე, ესე იგი არს წადიერებაჲ შჯულისაჲ, რაჲთამცა ვითარ უძლო კაცთაჲ მოქცევაჲ...
რომაელთა მიმართ 8:4
3. რაკი ხორცისგან დაუძლურებულმა რჯულმა მეტი ვერ შესძლო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვისვე გამო, რათა მსჯავრი დაედო ხორციელი ცოდვისთვის.4. და, ამრიგად, რჯულის სიმართლე აღსრულებულიყო ჩვენში, რომელნიც ხორციელად კი არ ვცხოვრობთ, არამედ - სულიერად.5. რადგანაც ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, სულიერნი კი - სულისას.
რომაელთა მიმართ თავი 8