📋 სარჩევი
მიციქულისაჲ: არა-მე რაჲ დასასჯელ არს აწ, რომელნი-იგი ქრისტე იესუჲს მიერ არიან (8,1).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ აწ არღარაჲ აჭირვებს ესევითარი მძლავრებაჲ ქრისტეს მოყუარეთა.
მოციქულისაჲ: ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა (8,3).
თარგმანი: რამეთუ ვინაჲთგან რჩული უძლურ იქმნა ბოროტისა მისგან ნებისა ჴორცთასა დაჴსნად ცოდვისა, ამისთჳს მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი. ხოლო რომელ იტყჳს თუ "მსგავს", ნუ ჰგონებ თუ სხუებრნი რაჲმე იყვნეს, ოდენ მსგავსნი ამათნი. ნუ იყოფინ! არამედ ესევითარნივე ჴორცნი იყვნეს, ვითარ ჩუენნი, გარნა ცოდვისა განუცადველნი და ამისთჳს თქუა თუ "მსგავსებითა ჴორცთა მათ ცოდვისათა".
მოციქულისაჲ: რაჲთა სიმართლე რჩულისაჲ აღესრულოს ჩუენ შორის (8,4).
თარგმანი: რაჲ არ სიმართლე რჩულისაჲ? — ნებაჲ და განზრახვაჲ მისი, რომლისა ისწრაფდა, რაჲთამცა დაამტკიცა სიმართლე კაცთა შორის, და ვერ უძლო, ხოლო ქრისტემან დაამტკიცა.
მოციქულისაჲ: ზრახვაჲ ჴორცთაჲ სიკუდილ არს (8,6).
თარგმანი: ზრახვად ჴორცთა — ცოდვასა იტყჳს, და ზრახვად სულისა — სათნოებასა, რომელნი-ესე შემსჭუალულ არიან პროერესისადა, გინა თუ კეთილი იყოს, გინა თუ ბოროტი.
მოციქულისაჲ: ზრახვაჲ ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა, რამეთუ რჩულსა ღმრთისასა ვერ დაემორჩილების, ვერცა ძალ-უც (8,7).
თარგმანი: ზრახვად ჴორცთა კუალად აქა ზრქელსა ბუნებასა იტყჳს, მოყუარესა ცოდვისასა და სოფლისა საქმეთასა. მას იტყჳს, ვითარმედ ვერ ძალ-უც დამორჩილებად ღმრთისა, და რაჲღა სასოებაჲ გუაქუს ცხორებისაჲ, უკუეთუ ბოროტი კეთილ ვერ იქმნების? არამედ არა ამას იტყჳს თუ — ვერ ძალუც ბოროტსა, რაჲთა იქმნას კეთილ, — არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ: ესე შეუძლებელ არს, თუ-მცა მასვე ბოროტსა შინა იყო და ღმერთსა დაემორჩილა. შეცვალებაჲ კუალად, კეთილ-ყოფაჲ და დამორჩილებაჲ ღმრთისაჲ ადვილ არს, ვისცა ენებოს.
მოციქულისაჲ: რომელნი ჴორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ ჴელ-ეწიფების (8,8).
თარგმანი: ჴორცად ამას ადგილსა არა ბუნებასა ამას ჴორცთასა იტყჳს, არამედ ცხორებასა ჴორციელსა და სოფლიოსა, სავსესა შუებითა და ბილწებითა, რომელ-იგი კაცსა ჰყოფს ყოვლითურთ ჴორც.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ჴორციელად სცხოვნდებოდით, სიკუდილად ხართ (8,13).
თარგმანი: სიკუდილსა მას უკუდავსა იტყჳს აქა გეჰენიისასა.
მოციქულისაჲ: იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა (8,16).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჩუენთა ამათ სიტყუათა სული წმიდაჲ მოწამე არს, რამეთუ მან მომცა ჩუენ მადლი ამათ სიტყუათა ქადაგებად.