თარგმანი: ესევითარსა პირსა იტყჳს, ვითარმედ: რაჲ საკჳრველ არს თუ ჰურიათა რომელთამე ჰრწმენა და არიან შვილ აბრაჰამისა შერაცხილ, ხოლო ურწმუნონი არა არიან შვილ მისა შერაცხილ, რამეთუ ესე ძუელსაცა იხილვების, რამეთუ აბრაჰამს ესუა შვილი აგარისგანცა, გარნა ისაკ ოდენ შერაცხილ არს და ითქუმის თესლ მისა. და არა ესე ოდენო, არამედ რებეკაცა ერთისა ისაკისგან შვნა ორნი და არა იქმნეს ორნივე სათნო ღმრთისა, არცა ორნი შერაცხილ არიან შვილ ისაკისა, არამედ იაკობ ოდენ. ეგრეთვე ჰურიანი მორწმუნენი თესლ აბრაჰამისაცა არიან და ცხოვნდებიან, ხოლო ურწმუნონი — არა.
რომაელთა მიმართ 9:11
10. და არა მარტო ეს; არამედ რებეკაც ერთი კაცის - მამაჩვენ ისააკისაგან დაფეხმძიმდა,11. მაგრამ ჯერ კიდევ არ შობილიყვნენ მისი ძენი და არც არაფერი ჩაედინათ - არც კარგი და არც ცუდი (რათა აღსრულებულიყო განზრანვა ღვთისა მისი არჩევანის თანახმად,12. საქმეთა მიხედვით კი არა, არამედ მხმობელის ნებით), რომ ქალს ეუწყა: „უფროსი დაემონება უმცროსს“.
რომაელთა მიმართ თავი 9