თარგმანი: ესე იგი არს, რაჲთა წინაჲსწარმცნობელობით გამორჩევაჲ ღმრთისაჲ გამოჩნდეს; რამეთუ, ვიდრეღა არაჲ კეთილი ექმნა იაკობს, საყუარელ უწოდა, რაჲთა სცნა, ვითარმედ პირველ შობისავე იცნის გონებანი და თუ რაჲ ყოფად-ა კაცსა მას თანა, და არა თუ კაცთაებრ ხილვაჲ უჴმს საქმეთაჲ, და მერმეღა ცნობაჲ.
რომაელთა მიმართ 9:12
11. მაგრამ ჯერ კიდევ არ შობილიყვნენ მისი ძენი და არც არაფერი ჩაედინათ - არც კარგი და არც ცუდი (რათა აღსრულებულიყო განზრანვა ღვთისა მისი არჩევანის თანახმად,12. საქმეთა მიხედვით კი არა, არამედ მხმობელის ნებით), რომ ქალს ეუწყა: „უფროსი დაემონება უმცროსს“.13. როგორც წერია: „იაკობი შევიყვარე, ხოლო ესავი მოვიძულე“.
რომაელთა მიმართ თავი 9