მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 9:25

24. ანუ ჩვენს მიმართ, რომელნიც გვიხმო არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც?25. როგორც ოსიაში ამბობს: „ხალხს, რომელიც ჩემი არ იყო, ჩემს ხალხს ვუწოდებ, ხოლო იმას, ვინც არ მიყვარდა - საყვარელს.26. და სადაც ითქვა მათ მიმართ: თქვენ არა ხართ ჩემი ხალხი, იქვე ცოცხალი ღმრთის ძეებად იწოდებიან“.
რომაელთა მიმართ თავი 9
25. როგორც ოსიაში ამბობს: „ხალხს, რომელიც ჩემი არ იყო, ჩემს ხალხს ვუწოდებ, ხოლო იმას, ვინც არ მიყვარდა - საყვარელს.
თავი ი̂დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა ოსეს ეტყჳს: უწოდი არა ერსა ჩემსა ერად ჩემდა, და არა საყუარელსა — საყუარელად. (9,25).:

თარგმანი: რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა ცუდად შეიწყალნა ღმერთმან წარმართნი მორწმუნენი, არამედ რამეთუ იცოდა, ვითარმედ ღირს არიან ცხორებისა; ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელსა მოიყვანებს მოწამედ, რომელი ღაღადებდა პირველ მრავალთა წელთა, რამეთუ ღმერთმან მაშინვე უწოდა წარმართთაგანთა მორწმუნეთა ერად საყუარელად და თჳსად, რომელნი პირველ არა მისნი და მოძულებულნი, რაჟამს არა იცოდეს ღმერთი. არამედ ღმერთმან იცოდა კეთილი ნებაჲ მათი, ვითარმედ მოიქცევიან. და პირველვე ჰრქუა ესე წინაჲსწარმეტყუელსა, ვითარმედ: უწოდო არა ერსა ჩემსა ერად ჩემდა და არა საყუარელსა — საყუარელად.

თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა ოსეს შინა იტყჳს: უწოდო არა-ერსა ჩემსა ერად ჩემდა, და არა-საყუარელსა ჩემსა — საყუარელად. და იყოს ადგილსა მას, სადა-იგი ერქუა მათ: არა-ერი ჩემი თქუენ, მუნ იწოდნენ ძედ ღმრთისა ცხოველისა (9,25-26).:

თარგმანი: ვინაჲთგან არა ცუდ, არცა ლიტონ იყო ღმრთისა მიერ ცხოვნებაჲ წარმართთაჲ, არამედ, იყვნეს ცხორებისა, ამისდა მოწამედ შემოჰყავს მოციქულსა წინაჲსწარმეტყუელი ესოდენთა წელთა წინამომასწავებელი ყოფადისაჲ ამის, თა ღმერთმან ერად შეყუარებუხელ-სდვა. რამეთუ ერ უწოდს წარმართთა, ხოლო ეკლესიასა მათსა, რომელ არს შესაკრებელი, შეყუარებულად სახელ-სდებს, რომელი-იგი პირველ არა შეყუარებულ იყო უმეცრებისათჳს ღმრთისა; რამეთუ თჳთ ნამდჳლვე ესე იგი წარმართნი არიან, მაშინ სადმე უვარისმყოფელნი, ხოლო აწ აღმსაარებელნი ღმრთისანი, რომელთა ქრისტიანე ეწოდების.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის