1.ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არა ვცრუობ, მემოწმება ჩემი სინიდისი სული წმიდის მიერ,2.რომ დიდია ჩემი მწუხარება და დაუმცხრალია ტკივილი ჩემი გულისა;3.ასე რომ, ვისურვებდი თვითონვე ვყოფილიყავი შეჩვენებული და ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების, ჩემი სისხლისა და ხორცის გამო,4.რომლებიც არიან ისრაელიტნი და შვილობაც ეკუთვნით, დიდებაც, აღთქმანიც და რჯულდებაც, მსახურებაც და დაპირებაც.5.მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული. ამინ.6.მაგრამ ისე კი არა, თითქოს გაცუდდა სიტყვა ღვთისა, რადგან ვინცაა ისრაელისგან, ყველა როდია ისრაელიტი.7.და არც აბრაამის შვილია ყველა, ვინც მისი თესლისაგან არის; არამედ ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი თესლი“.8.ესე იგი, ხორციელი შვილები კი არ არიან ღვთის შვილნი, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან თესლად.9.რადგანაც ასეთია აღთქმის სიტყვა: „ამ დროს მოვალ, და ეყოლება სარას ძე“.10.და არა მარტო ეს; არამედ რებეკაც ერთი კაცის - მამაჩვენ ისააკისაგან დაფეხმძიმდა,11.მაგრამ ჯერ კიდევ არ შობილიყვნენ მისი ძენი და არც არაფერი ჩაედინათ - არც კარგი და არც ცუდი (რათა აღსრულებულიყო განზრანვა ღვთისა მისი არჩევანის თანახმად,12.საქმეთა მიხედვით კი არა, არამედ მხმობელის ნებით), რომ ქალს ეუწყა: „უფროსი დაემონება უმცროსს“.13.როგორც წერია: „იაკობი შევიყვარე, ხოლო ესავი მოვიძულე“.14.რას ვიტყვით? ნუთუ უსამართლობაა ღმერთში? არამც და არამც.15.რადგანაც მოსეს ეუბნება: „შევიწყალებ, ვისაც შევიწყალებ, და შევიწყნარებ, ვისაც შევიწყნარებ“.16.მაშასადამე, ეს კაცის ნება-სურვილზე კი არაა დამოკიდებული, არამედ ღვთის მოწყალებაზე.17.რადგანაც წერილი ეტყვის ფარაონს: „სწორედ იმისთვის დაგადგინე, რათა ჩემი ძალა გიჩვენო, და განითქვას ჩემი სახელი მთელს ქვეყანაზე“.18.ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინცა სურს, მას გაამქისებს.19.შენ მეტყვი: მაშინ რაღად გვდებს ბრალს? რადგანაც ვის შეუძლია წინ აღუდგეს მის ნებას?20.კი მაგრამ, შენ ვინა ხარ, კაცო, რომ ედავები ღმერთს? განა ნახელავი ეტყვის ხელოსანს: რატომ შემქმენი ასეო?21.იქნებ მეთუნეს ნება არა აქვს, რომ მის მიერ მოზელილი ერთი და იმავე თიხისგან ძვირფასი ჭურჭელიც გააკეთოს და უფასურიც?22.მაგრამ თუ ღმერთი, რომელსაც სურდა ეჩვენებინა თავისი რისხვა და ეუწყებინა თავისი ძალა, მთელი დიდსულოვნებით ზოგავდა შესამუსრად გამზადებულ ჭურჭლებს რისხვისას,23.რათა გამოეჩინა თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭელთა მიმართ, წინასწარ რომ განამზადა დიდებისათვის,24.ანუ ჩვენს მიმართ, რომელნიც გვიხმო არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც?25.როგორც ოსიაში ამბობს: „ხალხს, რომელიც ჩემი არ იყო, ჩემს ხალხს ვუწოდებ, ხოლო იმას, ვინც არ მიყვარდა - საყვარელს.26.და სადაც ითქვა მათ მიმართ: თქვენ არა ხართ ჩემი ხალხი, იქვე ცოცხალი ღმრთის ძეებად იწოდებიან“.27.ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელის ძეთა რიცხვი იმდენიც რომ იყოს, რამდენიც ქვიშაა ზღვაში, მხოლოდ ნაშთი თუ ცხონდება.28.რადგან უფალი თავის სიტყვას მთლიანად და დაუყოვნებლივ აღასრულებს დედამიწაზე“.29.და როგორც იწინასწარმეტყველა ესაიამ: „უფალ საბაოთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენთვის თესლი, ვიქნებოდი როგორც სოდომი და გომორას ვემსგავსებოდით“.30.რას ვიტყვით? წარმართნი, რომელნიც არ ეძებდნენ სიმართლეს, ეწივნენ სიმართლეს, სიმართლეს რწმენის მიერ.31.ხოლო ისრაელი, რომელიც ეძებდა სიმართლის რჯულს, სიმართლის რჯულს ვერ მისწვდა.32.რატომ? იმიტომ, რომ რწმენით კი არ ეძებდნენ, არამედ საქმეთა მიერ, და შებრკოლების ლოდზე წაიბორძიკეს.33.როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცთურის კლდეს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“.
მოციქულისაჲ: ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი თანამოწამებითა ჩემდა გონებისა ჩემისაჲთა სულითა წმიდითა, რამეთუ მწუხარება არს ჩემდა დიდი და მოუკლებელი სალმობაჲ გულისა ჩემისაჲ. ვილოცევდ შეჩუენებულ-ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათათჳს და ნათესავთა ჩემთა ჴორციელად, რომელნი-იგი არიან ისრაიტელნი, რომელთაჲ იყო შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და შჯულის-დებანი და მსახურებანი (9,1-4).
თარგმანი: ხედვიდა რაჲ, ვითარმედ ჰურიათა მიერ იგმობებოდა ქრისტეს სახელი, რომელნი-იგი პირველ პატიოსან იყვნეს,...
მოციქულისაჲ: ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუვი, თანამოწამებითა ჩემდა გონებისა ჩემისა.ღთა სულითა წმიდითა, რამეთუ მწუხარება არს ჩემდა დიდ და მოუკლებელი სალმობაჲ გულისა ჩემისაჲ (9,1-2).
თარგმანი: ვინაჲთგან დიდთა საქმეთათჳს იწყებს სიტყუად, და კნინღა დაუჯერებელსა საზომსა იტყჳს თჳსისა ძმათმოყუარებისასა, ამისთჳსცა დაწყებასავე სარწმუნო ჰყოფს მას სახელითა ქრისტესითა უცილობელისა მის ჭეშმარიტებისაჲთა, და თანამოწამებითა სჳნიდისისაჲთა, რომლისა განმკითხველ არს სული წმიდაჲ, ვითარმედ მოუკლებელ...
პავლესი: ვილოცევდი შეჩუენებელ-ყოფად თავი ჩემი ქრისტესგან (9,3).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ესოდენი მწუხარებაჲ მაქუს და ესრეთ არს გული ჩემი, რომელ უკუეთუმცა კრებულისაგან წმიდათაჲსა განვრდომაჲ მოიწეოდა ჩემ ზედა; რამეთუ ამისთჳს იტყჳს თუ: "შეჩუენებულ ქრისტესგან"; არა თუ ამას იტყჳს თუ: "სიყუარულისა მისისაგან განვრდომად", რამეთუ თჳთ ამათ სიტყუათა მისისა სიყუარულისათჳს იტყოდა, არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ: დაღაცათუმცა განშორებაჲ მოიწეოდა ჩემდა წმიდათა კრებულისაგან, თავს-ვიდევ-მცა, და...
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისასა. და ისრაჱლი შეუდგა შჯულსა მას სიმართლისასა, და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუთა (9,30-31).
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს განცჳვეს ჰურიანი, რამეთუ წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, არცა ასმიოდა ქრისტე, და ესმა რაჲ, მოიქცეს მისა, და პოვეს სიმართლე ჭეშმარიტი სარწმუნოებისა მიერ ქრისტესისა. ხოლო შენ, ჵ ჰურიაო, არცა თუ შჯულისა იგი სიმართლე...
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? რამეთუ წარმართნი, რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისაგან. ხოლო ისრაჱლი სდევდა შჯულსა მას სიმართლისასა, და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუთა. რაჲსათჳს-მე? — რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმეთაგან შჯულისათა (9,30-32).
თარგმანი: ორ-ორი არს სიტყუაჲ ესე საძიებელი: ორი — წარმართთათჳს, თუ ვითარ ეწინეს, და თუ ვითარ, რომელნი არა სდევდეს, ეწინეს სიმართლესა; და ორი - ჰურიათათჳს, თუ ვითარ ვერ ეწინეს, და...
...ვჴოცნე იგინი და გყო შენ ნათესავად დიდად»** (), არც ამას დაეთანხმა, არამედ ისურვა ებრაელთა წინამძღოლი დარჩენილიყო. და ქვეყნიერების მოძღვარი, ნეტარი პავლე, ამბობს: «რამეთუ ვილოცევდ მე შეჩუენებულ-ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათჳს და ნათესავთა ჩემთა ჴორციელად» ().
3. ნოეს სიმთვრალე და ღვინის წარმოშობა (9:20-21)
ხედავთ, როგორ იჩენდა თითოეული მართალი ახლობლების მიმართ დიდ თანალმობას? წარმოიდგინეთ ამ მართლის (ნოეს) მდგომარეობა და განსაჯეთ, რამდენს უნდა ეტანჯა და ემწუხარა, ესოდენ საზარელ უდაბნოს რომ ხედავდა, ხედავდა, რომ იგივე მიწა, რომელიც ადრე ამდენი მცენარით იყო დაფარული და ყვავილებით შემკული, უეცრად თითქოს გადაპარსული იყო და შიშველი და უდაბური გახდა. ამრიგად, როცა მას დიდი მწუხარება ამძიმებდა, ოდნავ მაინც ნუგეშისცემის სურვილით მიწათმოქმედებას მიმართავს, როგორც წერილიც ამბობს: «და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა და დაასხა ვენაჴი».
აქ კი შესაფერისია ვიკითხოთ: მხოლოდ ახლა თუ გამოიგონა ეს მცენარე (ვაზი), თუ ის თავიდანვე იყო შექმნილი? უნდა ვიფიქროთ, რომ ის თავიდანვე, მეექვსე დღეს იყო შექმნილი, როცა «იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად» (...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲ-თა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა. და უკუეთუ მარჯუენე ჴელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲ-თა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და არა ყოველი გუამი შენი შთავარდეს გეჰენიასა“ (5,29-30).:
...რცა თავსა თჳსსა აცხოვნებდეს და შენცა თანაწარგწყმედდეს, რად საჴმარ არს ორთაჲვე წარწყმედაჲ? არა სჯობსა განშორებაჲ ურთიერთას, რაჲთა ერთი ვინმე თქუენგანი ცხონდეს? ამას ზედა სიტყუა-მიგებენ ვიეთნიმე და მეტყჳან: ვითარ პავლე იტყჳსო, ვითარმედ: „ვილოცევდ შეჩუენებულ-ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათათჳს და ნათესავთა ჩემთა“? გარნა რომელნი ამას იტყჳან, უგულისჴმოებითა სცთებიან და არა გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარმედ სრულისა მისთჳს საზომისა და სიყუარულისა, რომელი აქუნდა ღმერთშემოსილსა მას ქრისტეს მიმართცა და კაცთა მიმართცა, ეგრეთ თქუა, ვითარმედ: მინდა, რაჲთამცა ყოველთა მიერ იდიდებოდა სახელი ქრისტესი, რაჲთამცა მისითა მით დიდებითა მადიდებელნიცა იგი ცხონდეს. და ესოდენ მნებავს ესე, რომელ ვილოცევდ, ვითარმედ: უფალო, მოაქციენ ყოველნი შენდა და ადიდე სახელი შენი ყოველსა შორის, რამეთუ მწადის ესე უფროჲს ყოვლისა კეთილისა. რად ვიტყჳ სხუათა კეთილთა? მებრ შენისა ხილვისაცა და შენ თანა ყოფისა (რომლისათჳს გამოუთქუმელი სურვილი მაქუს) უმეტესად მაქუს ესე, რაჲთამცა სახელი შენი ყოველთა შორის იდიდებოდა; ვითარცა მოსეცა მსგავსად ამისა ჰრქუა უფალსა: „უკუეთუ მიუტეობ, მიუტევე მათ ცოდვაჲ იგი, უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნისა მის შენისაგან, რომელსა დამწერე“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ შჯული მოსეს მიერ მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,16-17).:
...სებრ შჯულისა იქმნის უბიწო“. და კუალად არს სარწმუნოებაჲ და სარწმუნოებაჲ, რამე-თუ იტყჳს, ვითარმედ: „სარწმუნოებითი სარწმუნოებად“. და არს ძეობაჲ და ძეობაჲ, რამეთუ იტყჳს: „რომელთა-იგი არს ძეობაჲ და შვილებაჲ“. და არს დიდებაჲ და დიდებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ განქარვებადი იგი დიდებისა მიერ არს, არა უფროჲსად ჭეშმარიტი იგი დიდებული იყოსა?“ და არს შჯული და შჯული, რამეთუ იტყჳს, ვი-თარმედ: „შჯულმან მან სულისა ცხორებისამან განმათავისუფლა მე“. და არს მსახურებაჲ და მსახურებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „სულითა ღმრთისაჲთა ჰმსახურებდით“. და არს აღთქუმაჲ და აღთქუმაჲ, რამეთუ იტყჳს: „და აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ ახალი, არა ვითარ-იგი აღუთქუ მამათა თქუენთა“. და სიწმიდე და სიწმიდე, და ნათლის-ღებაჲ და ნათლის-ღებაჲ, და მსხუერპლი და მსხუერპლი, და ტაძარი და ტაძარი, და წინადაცუეთაჲ და წინადაცუეთაჲ, ეგრეთვე მადლი და მადლი, არამედ...