თარგმანი: რავდენნიცა ისაკისებრ იშვნენო, იგინიცა არიან ნათესავ აბრაჰამისა და შვილ ღმრთისა, რამეთუ ისაკ არა შჯულითა მით ბუნებისაჲთა იშვა, არამედ ძალითა აღთქუმისა ღმრთისაჲთა. და რომელნიცა ესრეთ იშვნენ, იგინი არიან შვილ აბრაჰამისა. ხოლო ესრეთ ჩუენ ვიშვებით ემბაზისაგან, რამეთუ სიტყჳთა და აღთქუმითა ვიშვებით ჩუენცა; სიტყჳთა ესრეთ, რამეთუ სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲთა შთავალთ ემბაზსა შინა; ხოლო აღთქუმითა, — რამეთუ წინაჲსწარმეტყუელნი პირველ მრავალთა წელთა აღგჳთქუმიდეს ნათლისღებასა, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: "განიბანენით, გინიწმიდენით" და "მოვედით უფლისა", "მიიღეთ ნათელი" და სხუაჲ ესევითარი მრავალი.
რომაელთა მიმართ 9:9
8. ესე იგი, ხორციელი შვილები კი არ არიან ღვთის შვილნი, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან თესლად.9. რადგანაც ასეთია აღთქმის სიტყვა: „ამ დროს მოვალ, და ეყოლება სარას ძე“.10. და არა მარტო ეს; არამედ რებეკაც ერთი კაცის - მამაჩვენ ისააკისაგან დაფეხმძიმდა,
რომაელთა მიმართ თავი 9