...საქმე ვიწრო ჩარჩოში არ მოექცია, თუ ზედმიწევნით მკაცრ ცხოვრებას მოითხოვდა, სწორედ ამის გამო მოითხოვა ზომიერი სათნოება. რადგან ყოველ ქალაქში წინამძღვარი უნდა დადგენილიყო; მოისმინე, როგორ წერს ტიტეს: „რაჲთა ... და დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი, ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ“ (). მაგრამ რა, თუ კეთილი მოწმობა და კარგი სახელი აქვს, თვითონ კი ასეთი არ არის? უპირველესად, ეს ძნელია; რადგან სასურველია, მართალთ მტრებთანაც მართალი სახელი ჰქონდეთ; ახლა კი ამითაც არ დასჯერდა; რადგან არ თქვა: საჭიროა მას მოწმობა ჰქონდესო, არამედ: საჭიროა მას მოწმობაც ჰქონდესო, როგორც სხვა თვისებებთან ერთად ესეც; რადგან მართლაც არა მხოლოდ ეს არის საჭირო.
მაშ, რა, თუ მასზე ცუდს ამბობენ ფუჭად და შურის გამო, მით უმეტეს, როცა წარმართები არიან? ასე არ არის; რადგან დაუძრახავი ცხოვრების მქონეს ისინიც კი პატივს სცემენ. როგორ? — იტყვის ვინმე. მოისმინე, თავის თავზე როგორ ამბობს: „გმობითა და ქებითა“ (...