მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ტიტეს მიმართ 2:15

14. რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვეხსენით ყოველგვარი ურჯულოებისაგან და თავისთვის განეწმინდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეთა მოშურნე.15. ამას ამბობდე, შეაგონებდე და ამხილებდე მთელი ძალმოსილებით, რათა ვერავინ უგულებელგყოს.
ტიტეს მიმართ თავი 2
15. ამას ამბობდე, შეაგონებდე და ამხილებდე მთელი ძალმოსილებით, რათა ვერავინ უგულებელგყოს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...1 ტიმ 1:3). თუმცა ყველა მოწაფის მიმართ ასე განწყობილნი არ უნდა ვიყოთ, არამედ ასე — მშვიდთა და სათნოთა მიმართ; სხვათა, გახრწნილთა და არაჭეშმარიტთა მიმართ კი სხვაგვარად, როგორც თავადვე სხვაგან წერს და ამბობს: „ამხილებდ ყოვლითა ბრძანებითა" (). აქაც ნახე, რას ამბობს: „რაჲთა ამცნო ვიეთმე", არა: „რათა სთხოვო", არამედ: „რაჲთა ამცნო ვიეთმე, რაჲთა არა სხუასა რასმე მოძღურებდენ" (). ეს რას ნიშნავს? ნუთუ საკმარისი არ იყო პავლეს ეპისტოლე, რომელიც მან მათ მისწერა?

საკმარისი კი იყო, მაგრამ წერილებს ადამიანები უფრო აგდებულად ეკიდებიან. ან მაშ ეს არის სათქმელი, ან ის, რომ ეს ყოველივე წერილებამდეც არსებობდა. თვითონაც დიდხანს დაყო ამ ქალაქში; აქ იყო არტემიდეს ტაძარი, აქვე დაითმინა ის საშინელი ამბები. რამეთუ თეატრის შეკრების დაშლის შემდეგ მან მოწაფეები მოუხმო, შ...

სრულად ნახვა
ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ფუჭი ძიებებისაგან განშორება და მშვიდი სწავლება:

...2 ტიმ 2:24). რადგან ამბობს: „ხოლო მონისა უფლისა არა ჯერ-არს ლალვაჲ, არამედ რაჲთა იყოს მყუდრო და სახიერ ყოველთა მიმართ" (). მაშ, როგორღა ამბობს: „ამხილებდ ყოვლითა ბრძანებითა" ()? და აქაც კვლავ: „ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ" ()? და კვლავ: „ამხილე მათ თუალ-უხუავად" ()? იმიტომ, რომ ესეც სიმშვიდის საქმეა. რადგან მძაფრი მხილება, როდესაც იგი შემწყნარებლობით ხდება, ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ძალუძს დაკბენა. რადგან შესაძლებელია, ნამდვილად შესაძლებელია, სიმშვიდით უფრო ძლიერ შეეხო კაცს, ვიდრე კადნიერებით შეარცხვინო. „მასწავლელ" (), ესე იგი, ყველას მიმართ, ვისაც სწავლა სურს.

რადგან ამბობ...

სრულად ნახვა