მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 5

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: რომელნი-ესე მოვკუედით ცოდვითა, ვითარ უკუე მერმე ვსცხონდებოდით მას შინა? (6,2).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან გურწმენა და ნათელ-ვიღეთ, მკუდარ-ვიქმნენით ცოდვისაგან, არღარას ზედა ვმორჩილებდეთ მას, რამეთუ ესე ერთგზის ჰქმნა ნათლის-ღებამან, რომელ მოგუაკუდინა მისგან. აწ უკუე ჩუენსა ნებასა და მოსწრაფებასა ზედა არს, რომელ, დაღაცათუ ბევრეულ გუეტყოდის ცოდვა, არა ვმორჩილებდეთ მას, არამედ ვიყვნეთ აღუძრველ მისა მიმართ, ვითარცა მკუდარნი.

მოციქულისაჲ: რომლითა ნათელს-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ (6,3).

თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "სიკუდილისა მიმართ ნათელ-ვიღეთ"? — ესე იგი არს, რაჲთა, ვითარცა იგი მოკუდა, ეგრეთცა ჩუენ მოვკუდეთ ცოდვისაგან, რამეთუ ჯუარცუმა ჩუენდა არს ნათლისღებაჲ. და ვითარცა ქრისტეს სიკუდილისა მიზეზ ჯუარცუმაჲ და საფლავი იქმნა, ეგრეთვე ჩუენდა მიზეზ ცოდვისა სიკუდილი არს ნათლისღებაჲ; დაღაცათუ არა ერთითა სახითა არს ჩუენი და მისი, რამეთუ იგი ჴორცითა მოკუდა და აღდგა, ხოლო ჩუენ ცოდვისაგან მოვკუდებით და აღვდგებით სულითა მკუდრობისა მისგან სულიერისა. და ამისათჳს არა თქუა თუ თანანერგ ვექმნნეთ სიკუდილსაო, რამეთუ იგიცა და ესეცა სიკუდილი არს, არამედ არა ერთსა პირსა ზედა, რამეთუ იგი ჴორცითა იყო ქრისტესი, ხოლო ჩუენი — ცოდვისაგან მკუდარ ყოფაჲ.

პავლესი: ძუელი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა (6,6).

თარგმანი: ძუელად კაცად არა ბუნებასა სახელსდვა, არამედ ბოროტსა გონებასა და ჩუეულებასა, ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: "მის თანა ჯუარს-ეცუა" — ამას იტყჳს, ვითარმედ: ნათლისღებისა მიერ მოკუდა ბოროტი იგი გონებაჲ და ჩუეულებაჲ.

პავლესი: რაჲთა განქარდეს ჴორცი იგი ცოდვისაჲ (6,6).

თარგმანი: არა თუ ჴორცთა ამათ ჴორცად ცოდვისა, არამედ უკეთურებისა სიყუარულსა და ჩუეულებასა.

პავლესი: რომელი-იგი მომკუდარ არს, განმართლებულ არს ცოდვისაგან (6,7).

თარგმანი: ამას ყოვლისა კაცისათჳს იტყჳს, ვითარმედ: ვითარცა რომელი-იგი მოკუდეს, განშორებულ არს არს ცოდვათა ქმნისაგან, რამეთუ მკუდარ უსულო არს, ეგრეთვე თანა-აც, რომელი აღმოვიდეს ნათლისღებისაგან, ვინაჲთგან ერთგზის მკუდარ ქმნილ არს და განმართლებულ არს ცოდვისაგან (ესე იგი არს, ვითარმედ განთავისუფლებულ არს), რაჲთა მარადის ესრეთ მკუდარად ეგოს ცოდვისა მიმართ. აწ უკუე, ძმაო, უკუეთუ მომკუდარ ხარ ნათლისღებისა მიერ, ეგე მკუდარად, რამეთუ ყოველი მკუდარი შეუძლებელ არს ცოდვისა მიმართ ქმნად მისა.

პავლესი: რამეთუ რომელი მოკუდა ცოდვითა, მოკუდა ერთგზის (6,10).

თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "მოკუდა ცოდვითა"? — ესე იგი არს, ვითარმედ ქრისტე უფალი მასცა სიკუდილსა, რომლითა მოკუდა, არა თანამდებ იყო, არამედ — ცოდვისა ჩუენისათჳს, რაჲთა განაქარვოს იგი და მოჰკუეთნეს ძარღუნი მისნი და ყოველივე ძალი, ამისთჳს მოკუდა.

პავლესი: ხოლო რომელი-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღმრთისა (6,10).

თარგმანი: ცხოველ არს ღმრთისაო, ესე იგი არს, ვითარმედ უკუნითი-უკუნისამდე ცხოველ არს, ვითარცა ღმერთი ღმრთისა მამისა თანა, რაჲთა არღარა . შევიდეს სიკუდილსა, რამეთუ პირველიცა იგი სიკუდილი, არა თუ თანამდები იყო მისი და ამისთჳს მიიღო, არამედ სხუათა ცოდვისათჳსო, ხოლო აწ ვინაჲთგან იგიცა განუქარვებიეს, რაჲსათჳსღამცა მოკუდა?

ცოდვაჲ თქუენ ზედა არა უფლებდესო (6,14).

თარგმანი: ჴორცნი ჩუენნი პირველ ქრისტეს მოსლვისა უფლებულ იყვნეს ცოდვისა მიერ, რამეთუ სიკუდილსა თანა სხუანიცა მრავალნი ცოდვათა სიმრავლენი შემოვიდეს და ძნელ იყო მოქცევაჲ მისი სათნოებად, რამეთუ არცა სული წმიდაჲ გუაქუნდა შემწედ, არცა ნათლისღებაჲ; მომაკუდინებელი ცოდვისაჲ ოდენ რჩული იყო, რომელი იტყოდა, ვითარმედ: ესე რაჲმე ქმენ და ამას რასმე ნუ იქმ! და არარას სხუასა გუარგებდა თჳსითა სწავლითა, ხოლო ვინაჲთგან ქრისტჱ მოვიდა, ბრძოლაჲ ჩუენი ადვილ იქმნა, და აწ, უკუ სრულიად დავიჴსნნეთ და მივსცნეთ თავნი ჩუენნი ცოდვისა გულისთქუმასა, ვერ გუეუფლების ჩუენ ცოდვაჲ, რამეთუ არღარა მოსეს რჩული არს, რომელ ოდენ გუეტყჳს და სხუაჲ არარაჲ, არამედ ქრისტეს მადლი არს, რომელი-იგი გარდასრულთა შეგჳნდობს და მომავალთა მიმართ შეგუეწევის და განგუამტკიცებს, რამეთუ იგი შემდგომად დიდთა მათ ჭირთასა აღგჳთქუმიდა გჳრგჳნსა, ხოლო ქრისჱ პირველად გჳრგჳნოსან გუყოფს და ესრეთ შემავლენს ბრძოლად, და უკუეთუ ვსძლოთ, მერმე უაღრესსა გჳრგჳნსა მოგუცემს. და რჩული ამხილებს ცოდვასა, ხოლო ქრისტჱ დაჰჴსნის ცოდვასა. რამეთუ ვითარცა იგი მხილებითა გამოაჩინებდა ცოდვასა და დასჯიდა კაცსა, ეგრეთვე ქრისტჱ შეუნდობს მონანულსა და დაჰჴსნის ცოდვასა. და ვინაჲთგან ესე ყოველი ესრეთ არს, აწ უკუეთუ არა ნეფსით შინაგანმცემელ თავთა ჩუენთა ვექმნნეთ, ვერ გუეუფლების ცოდვაჲ.

პავლესი: კაცობრივ ვიტყჳ (6,19).

თარგმანი: კაცობრივთაგან საქმეთა სახესა შემოვიღებო, ვინაჲთგან უძლურ ხართ და თჳნიერ სახეთა ვერ გულისჴმა-ჰყოფთ, რაჲთა, ვითარცა შეიყუარეთ ცოდვაჲ, ბარე ესრეთ შეიყუარეთ სიმართლეცა, დაღაცათუ უფროჲს არა შეიყუარო.

პავლესი: ოდეს მონანი იყვენით ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან (6,20).

თარგმანი: რაჟამს-იგი უკეთურებასა შინა იყვენით, ესრეთ მორჩილ იყვენით მისა, რომელ ყოვლადვე სიმართლესა არა იქმოდეთ, და თავისუფალ იყვენით მისგან. ესე იგი არს, ვითარმედ ურჩ და შეურაცხის-მყოფელ იყვენით.

პავლესი: რაჲ უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ? (6,21). თარგმანი: რამეთუ ესევითარი არსო ნაყოფი ცოდვისაჲ, რომელ ჴსენებაჲცა მისი სირცხჳლ არს; და უკუეთუ ჴსენებაჲ სირცხჳლ არს, საქმე თჳთ რაჲღა იყოს? და აწ უკუე ორკერძო კეთილი გეყო: ერთად, რომელ განსთავისუფლდით სირცხჳლისა მისგან; და მეორედ, რამეთუ სცანთ, რომელსა შინა იყვენით; რამეთუ გულისხმა-ჰყავთ თუ: საქმეთა, რომელთ ჴსენებითა სირცხჳლი მოგივალს გონებასა, რაჲმცა იყო სასყიდელი მათი? რამეთუ ცოდვისა ნაყოფი სირცხჳლი არს, ხოლო სიმართლისა ნაყოფი — კადნიერებაჲ ღმრთისა მიმართ და სიხარული. და "ცოდვისა საგზალი სიკუდილი არს", ხოლო სიმართლისაჲ — მადლი ღმრთისაჲ და ცხორებაჲ საუკუნოჲ.