მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ ებისტოლე თავი 2

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

პავლესი: მთავრისა მისებრ ჴელმწიფებისა ჰაერისა (2,2).

თარგმანი: ეშმაკსა მთავრობაჲ ჰაერისაჲ აქუნდა, ხოლო გამო-რაჲ-ვარდა მიერ უკეთურებითა თჳსითა, იქმნა მოძღუარ ურჩულოებისა, გარნა არა თუ ყოველთა ეუფლების რაჲთ, არამედ მათ ოდენ, რომელთა დაუტევნენ მცნებანი ღმრთისანი, რამეთუ მათ სახელ-სდვა "ნაშობ ურჩებისა" (2,2).

პავლესი: და დაბადებულ ქრისტე იესუს მიერ (2,10).

თარგმანი: ნათლის-ღებასა იტყჳს დაბადებულად.

პავლესი: შუაკედელი ზღუდისაჲ დაჰჴსნა (2,14).

თარგმანი: ჰურიასა და წარმართსა მოასწავებს, რამეთუ შუაკედელი აქუნდა მათ რჩული, რომელ არცა შეეხებოდეს ურთიერთას, არცა მისცემდეს, არცა მოიღებდეს, არამედ აწ მორწმუნენი, გინა თუ ჰურიანი იყვნენ, გინა თუ წარმართნი, ორივე ერთ არს, ოდენ ქრისტიანე იყვნენ.

პავლესი: მშჳდობაჲ შორიელთა და მშვიდობაჲ მახლობელთა (2,17).

თარგმანი: შორიელად წარმართთა უწესს და მახლობელად ჰურიათა, რამეთუ იცოდეს ღმერთი ჭეშმარიტი.