მოციქულისაჲ: დიმიტრი წამებულ არს ყოველთაგან და თჳთ მის ჭეშმარიტებისაგანცა, და ჩუენცა ვწამებთ, და იცით, რამეთუ წამებაჲ ჩუენი ჭეშმარიტ არს (1,12).
თარგმანი: საგონებელ არს, ვითარმედ ესე იგი დიმიტრი არს, რომელი ეფესოს ვეცხლისა ტაძარსა აშენებდა არტემიდისთჳს, რომლისათჳს მოგჳთხრობს საქმესა შინა მოციქულთასა, რომელი უკუანაჲსკნელ ესოდენ მოწმუნე იქმნა, რომელ ყოველთა მიერ წამებული თჳთ მის ჭეშმარიტებისაგანცა იქების. ხოლო უტყუველი ჭეშმარიტებაჲ ღმერთი არს, რომლისა ქადაგი მოციქული და ღმრთისმეტყუელი ჭეშმარიტებით წამებს, ვიეთცა ეწამებოდის და ემსგავსების თუალ-უხუავობასა მისსა. რამეთუ არარაჲსა ჴორციელისა, არამედ ყოვლისავე სულიერისა წარმატებისათჳს მაქებელ და მოწამე იქმნების ჭეშმარიტებით ღირსთა ქებისათა.