მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ თავი 1

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

კოლასელთა მიმართ

ესე ჰრომით მიუწერა. არა ეხილნეს იგინი, არამედ ასმიოდა მათთჳს, ხოლო მიზეზი ესე იყო, რამეთუ ვიეთნიმე ისწრაფდეს ცთუნებად კოლასელთა წინადაცუეთისათჳს, და ესე ცნა მოციქულმან და ამისთჳს მიუწერა ესე ებისტოლჱ.

პავლესი: ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა (1,16).

თარგმანი: მის-მიერსა დაბადებასა იტყჳს პირველსა მას დაბადებასა, ხოლო მისა მიმართ — ქრისტეს განკაცებითა ქმნილსა მას განახლებასა.